Tag Archives: #ნავთობრესურსები

საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

საწვავის ფასი ეპიდემიამდელ ნიშნულს უახლოვდება

იმპორტიორების ინფორმაციით, საწვავის გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება და საბოლოოდ მიუახლოვდება იმ ნიშნულს, როგორიც ეპიდემიამდე იყო. ამის შესახებ report.ge-ს კომპანია ,,სენტას“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ აცნობა. მისი ინფორმაციით, ეპიდემიამდე ფასი დაახლოებით 70-72 დოლარის ფარგლებში იყო ბარელ ნავთობზე და ახლაც მოსალოდნელია, რომ ამ მაჩვენებლებს მიუახლოვდეს, რის პარალელურადაც ფასების ზრდა ქართულ ბაზარზეც მოსალოდნელია. ,,ბენზინის ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად მატულობს და ეს ტრენდი სამომავლოდაც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ...

Read More »
ნავთობის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირის” ცნობით, ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს. 2021 წლის  6 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.09 (-  0,87) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64,71 (- 0,92)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7,99 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7,99 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 485,12 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 737 ათასი ბარელით  და შეადგინა  235,81 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,9 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 136,15 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »
ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის  5 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.96 (+  0,08) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.63 (- 0,06)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

თურქმენეთმა და ირანმა ნავთობის მოპოვებაში თანამშრომლობის გაფართოების საკითხი განიხილეს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, თეირანში გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის ელჩს ახმეტ გურბანოვსა და ირანის  ნავთობმომპოვებელი კომპანიის Khazar Exploration and Production Company (KEPCO) გენერალურ დირექტორს ალი ოსულს შორის, რომლის დროსაც განიხილეს სანავთობო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები. KEPCO არის ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის (NIOC) შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 1998 წლის იანვარში. კომპანია ახორციელებს აქტიურ საქმიანობას ნავთობთან და გაზთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხრეთ ...

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

წელს ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან დაახლოებით 69 მლნ ტონა ნავთობი გაიგზავნა

“ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, მიმიდინარე წელს ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან დაახლოებით 69 მლნ ტონა ნავთობი გაიგზავნა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან გაიგზავნა 68 მლნ 644,641 ათასი ბარელი ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ინტერფაქს-აზერბაიჯანი” კომპანია “BPTAS International Limited Company”-ის განცხადებაზე დაყრდნობით. “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მთელი პერიოდის განმავლობაში ჯეიჰანის ტერმინალიდან გაგზავნილ იქნა მსოფლიო ბაზრებზე 3 მლრდ ...

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ნავთობის ფასი ერთ წელში გასამმაგდა

ნავთობის ფასი იზრდება. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი Brent მარკის ნავთობი 68 დოლარად ივაჭრება. ბოლო 1 წელიწადში კი, ნავთობის ფასი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი, 25-დან 67-68 დოლარამდე. საწვავი ძვირდება საქართველოშიც. იანვართან შედარებით ევრო რეგულარის მარკის საწვავის ფასი, სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე 46-58 თეთრით არის გაძვირებული. საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს. მარეგულირებელმა მონიტორინგის შუალედური ანგარიშიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ფასების ...

Read More »

Saudi Aramco-ს 1%-იანი წილი 19 მლრდ დოლარად იყიდება

Bloomberg-ის ცნობით, საუდის არაბეთის მთავრობა ნავთობისა და გაზის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ში 1%-იანი წილის გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. გარიგება 19 მლრდ დოლარად არის შეფასებული და უახლოეს 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. მთავრობა იმედოვნებს, რომ 1%-იანი წილის გაყიდვით კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას დაეხმარება. „ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია, მაგრამ შემიძლია, ...

Read More »
ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 27 დოლარს ჩამოსცდა

ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენა წლის მეორე ნახევარში დაჩქარდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენა დაჩქარდება. წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენა დაჩქარდება, მაგრამ ჯერჯერობით COVID-19 დაავადებების რიცხვი მსოფლიოში იზრდება ვაქცინაციების მიუხედავად. ამ მიზეზით, “ოპეკი +”-ის მონიტორინგის კომიტეტმა უცვლელი დატოვა ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, ნათქვამია კომუნიკეში ოპეკის გუშინ გამართული შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით. ”COVID-19 დაავადებულთა რიცხვი იზრდება მთელ რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის მიუხედავად, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ეკონომიკურ აღდგენასა ...

Read More »

კახეთში ნავთობი იღვრება, სახელმწიფო ფრონტერას სანქცირებას აანონსებს

ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დედოფლისწყაროში ნაზარლების N2 გაჩერებული ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება და ნიადაგში ჩადის. მისივე თქმით, ჭაბურღილი კომპანია “ფრონტერას” საკუთრებაა და დაღვრილი ნავთობი თითქმის ვაშლოვანის ნაკრძალამდე მიდის. “ეს არის ნაზარლების მე-2 ჭაბურღილი,”ფრონტერას” ტერიტორია. ჭაბურღილი გაჩერებულია, მაგრამ ამის მიუხედავად წნევით იღვრება ნავთობი და ჩადის ქვემოთ ნათესებში. როგორც გარემო ნადგურდება, შესაბამისად ნადგურდება ის სიმდიდრე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. შეიძლება მცირედი, თუმცა ...

Read More »