ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 27 დოლარს ჩამოსცდა

ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენა წლის მეორე ნახევარში დაჩქარდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენა დაჩქარდება.

წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენა დაჩქარდება, მაგრამ ჯერჯერობით COVID-19 დაავადებების რიცხვი მსოფლიოში იზრდება ვაქცინაციების მიუხედავად. ამ მიზეზით, “ოპეკი +”-ის მონიტორინგის კომიტეტმა უცვლელი დატოვა ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, ნათქვამია კომუნიკეში ოპეკის გუშინ გამართული შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით.

”COVID-19 დაავადებულთა რიცხვი იზრდება მთელ რიგ ქვეყნებში ვაქცინაციის მიუხედავად, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ეკონომიკურ აღდგენასა და ნავთობზე მოთხოვნილებას. მარაგების შემცირების ტენდენციის მიუხედავად, მარტის თვეში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში ნავთობის მარაგები გაიზარდა 14,4 მლნ ბარელით და 77,4 მლნ ბარელით აღემატებოდა ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს, – ნათქვამია კომუნიკეში.

ამ გარემოების გათვალისწინებით, კომიტეტმა გადაწყვიტა განაგრძოს 1 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, ნათქვამია დოკუმენტში.

სამონიტორინგო კომიტეტისა და “ოპეკი +”-ის ქვეყნების მინისტრთა მორიგი შეხვედრა გაიმართება მ/წლის 1 ივნისს.

Leave a Reply