Tag Archives: #ევროპა

თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

ევროკავშირი ზრდის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, რადგან დივერსიის მოლოდინი იზრდება

ევროკავშირი გააძლიერებს ინფრასტრუქტურის დაცვას, რადგან რუსეთის მხრიდან დივერსიის მოლოდინი იზრდება. Bloomberg- წერს,რომ Nord Stream-ის გაჟონვამ დაგვანახა ევროკავშირის ინფრასტრუქტურის ,,დაუცველობა’’. გამოცემა წერს,რომ ევროკავშირი გააძლიერებს ძალისხმევას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. განსაკუთრებული ყურადღება კი მიენიჭება შემდეგ დარგებს: ენერგია,კომუნიკაციები,ტრანსპორტი და კოსმოსი. ბლოკი ასევე შეიმუშავებს „გეგმას“ იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებენ მომავალ კრიზისებს. წყარო: gbc.ge

Read More »

ევროპაში გაზის ფასი $1 200-მდე შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 7%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 202 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ევროკავშირი გაზზე ზღვრული ფასების დაწესებაზე უარს ამბობს

ევროკავშირი არ დააწესებს გაზზე (მათ შორის რუსულ ნედლეულზე) ფასების ზედა ზღვარს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს. ევროკომისია 18 ოქტომბერს ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრ ზრდასთან ბრძოლის ახალ ზომებს წარადგენს. ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, თავი შეიკავონ „გაზის ფასების დაუყოვნებელი შეზღუდვისგან“. ისინი შიშობენ, რომ ეს კიდევ უფრო გაართულებს ენერგოსექტორში შექმნილ პრობლემებს. ევროკავშირს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ინდექსის შემოღება სურს, რაც უკეთ ასახავს ენერგეტიკულ ...

Read More »

ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა

ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა. ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა. წყარო: europetime.eu

Read More »

გერმანიის გაზსაცავები, რუსეთიდან მიწოდებისგან დამოუკიდებლად უკვე 95%-ით შეივსო

გერმანიაში გაზის საწყობები სავსეა 95,14%-ით, იტყობინება ფედერალური ქსელის სააგენტო (Bundesnetzagentur, BNetzA). ამ საშუალო მაჩვენებლის მიღწევა 1 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, ამიტომ ზამთრისთვის ლურჯი საწვავის მარაგის შექმნის მიზანი ვადაზე ნახევარი თვით ადრე მიღწეულია. აგვისტოს ბოლოდან ამოტუმბვა განხორციელდა რუსეთიდან მიწოდების სრული შეწყვეტის პირობებში გაზსადენ Nord Stream-ით, იგი უზრუნველყოფილი იყო მილსადენით ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან, ასევე თხევადი აირის იმპორტით LNG ტერმინალებით. გერმანიას აქვს უმსხვილესი მიწისქვეშა გაზის ...

Read More »
ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ევროპაში კიდევ ერთ გაზსადენზე მოხდა ავარია

ნორვეგია საგანგებო სიტუაციას აცხადებს გაზსადენზე, რომლითაც დიდი ბრიტანეთი მარაგდება, წერს სააგენტო Bloomberg. ნორვეგიის პოლიციამ „გაურკვეველი ვითარების“ შესახებ განაცხადა გაზის ქარხანაში Ormen Lange, სადაც ნედლეული გადამუშავდება. საწარმო დიდი ბრიტანეთის გაზის მოხმარების 20%–ს უზრუნველჰყოფს. ადგილობრივი მედია ნორვეგიელი სამართალდამცველების განცხადებას ელოდება. „Ormen Lange–ზე ვითარება გაირკვა. ინციდენტთან დაკავშირებით პრესისთვის განცხადებას გავაკეთებთ“, – წერს ტვიტერზე ადგილობრივი პოლიცია. ნორვეგიელი სამართალდამცველები ობიექტს მას შემდეგ იცავენ, რაც ქვეყნის ...

Read More »

პეტერ ფიშერი – დიახ, ევროპას ენერგეტიკული კრიზისი აქვს, მაგრამ ჩვენ გადავიტანთ ამ ზამთარს – რუსეთი თავის ენერგომატარებლებთან მარტო დარჩება და ეს მისთვის გაცილებით მძიმე იქნება

დიახ, ჩვენ ენერგეტიკული კრიზისი გვაქვს, მაგრამ გადავიტანთ ამ ზამთარს. ჩვენი გადაწყვეტილების შედეგი რუსეთისთვის გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ის მთლიანად ენერგორესურსების ექსპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ მისი მთავარი იმპორტიორები ვართ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროპასა და გერმანიაში წიაღისეული ენერგომატარებლებისგან გათავისუფლება და განახლებად ენერგიაზე გადასვლა ისედაც მიზნად აქვთ დასახული. „დიახ, მართალია, ჩვენ ...

Read More »

კრემლი ფსონს ზამთარზე დებს – „პუტინს დიდი იმედი აქვს, რომ ევროპელებს გაზით ზამთარში დააშინებს და ისინი უკრაინელებზე ზეწოლას დაიწყებენ“

რუსული ძალები კიევის ოლქზე სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ – საჰაერო იერიშის მაუწყებელი განგაშის სიგნალი ხშირად ისმის და მოქალაქეები, მის დასრულებამდე, თავშესაფრებში  რჩებიან.  უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო, კიევისა და კიევის ოლქის მოსახლეობას მოუწოდებს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდონ. „კიევის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაბომბვის შემდეგ, გვაქვს სერიოზული შედეგები, მაგრამ მათი მინიმუმამდე ...

Read More »

ევროკავშირმა გაზის ერთობლივად შესყიდვის პლატფორმის შექმნის შესახებ განაცხადა

ევროკავშირს ჯერ არ განუხორციელებია „ლურჯი საწვავის“ ერთობლივი შესყიდვები, თუმცა გაზაფხულზე შეიქმნა სპეციალური პლატფორმა მსგავსი ოპერაციებისთვის. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ტიმ მაკფიმ განაცხადა. მან გაიხსენა, რომ ევროკავშირმა შექმნა ენერგეტიკული პლატფორმა. ევროკომისიის მასალებში მითითებულია, რომ ის ჩამოყალიბდა აპრილში, გეგმის თანახმად, პლატფორმა მთავარ როლს შეასრულებდა მოთხოვნის გაერთიანებაში, ინფრასტრუქტურის გამოყენების კოორდინაციაში, საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებსა და ევროკავშირში ბუნებრივი აირისა და წყალბადის ერთობლივი შესყიდვისთვის მომზადებაში. პლატფორმა ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 1.6%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1.6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე  1 580 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »