ევროკავშირი არ დააწესებს გაზზე (მათ შორის რუსულ ნედლეულზე) ფასების ზედა ზღვარს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით წერს.
„მოქმედების დრო დადგა, როგორც ამ ზამთრისთვის, ისე მომავალი წლებისთვის… არსებული ვითარება სოციალურ და ეკონომიკურ სირთულეებს ქმნის, რაც მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას და ეკონომიკას. ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და ბიზნესის კონკურენტუნარიანობას ამცირებს“, – ნათქვამია დოკუმენტის წინასწარ ვერსიაში.
წყარო: gbc.ge