ნორვეგიელები მცურავი გვირაბების აშენებას აპირებენ

ევროპაში კიდევ ერთ გაზსადენზე მოხდა ავარია

ნორვეგია საგანგებო სიტუაციას აცხადებს გაზსადენზე, რომლითაც დიდი ბრიტანეთი მარაგდება, წერს სააგენტო Bloomberg.

ნორვეგიის პოლიციამ „გაურკვეველი ვითარების“ შესახებ განაცხადა გაზის ქარხანაში Ormen Lange, სადაც ნედლეული გადამუშავდება. საწარმო დიდი ბრიტანეთის გაზის მოხმარების 20%–ს უზრუნველჰყოფს.

ადგილობრივი მედია ნორვეგიელი სამართალდამცველების განცხადებას ელოდება. „Ormen Lange–ზე ვითარება გაირკვა. ინციდენტთან დაკავშირებით პრესისთვის განცხადებას გავაკეთებთ“, – წერს ტვიტერზე ადგილობრივი პოლიცია.

ნორვეგიელი სამართალდამცველები ობიექტს მას შემდეგ იცავენ, რაც ქვეყნის მთავრობამ ნავთობისა და გაზის ობიექტებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. აღნიშნული გადაწყვეტილება 26 სექტემბერს მიიღეს, მას შემდეგ რაც რუსულ გაზსადენებზე „ჩრდილოეთის ნაკადი“ აფეთქებები მოხდა.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply