Tag Archives: #ევროპა

რომი პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს არ დაემორჩილება – იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონმა განაცხადა, რომ რომი არ დაემორჩილება პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს და დარჩება უკრაინის პარტნიორად. ამის შესახებ მან იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მელონის განცხადებით,  შემდეგი „გახსნილი კვანძი“ ენერგეტიკული საკითხი იქნება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „პუტინის შანტაჟის დამორჩილება პრობლემის გაღრმავებას ნიშნავს“. „თავისუფლებას თავისი ფასი აქვს“, – თქვა იტალიის პრემიერმა.  ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის თქმით, იტალია კვლავ რჩება მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერად. ამასთან, ...

Read More »

გერმანიას ზამთრისთვის საკმარისი ენერგორესურსები აქვს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანია მომავალი ზამთრისთვის უკეთ მომზადებული იქნება, რადგან ქვეყანას უფრო მეტი გაზის რესურსი აქვს. „გაზის რეზერვების მოცულობით, ჩვენ ნამდვილად უკეთესი პოზიცია გვექნება“, – აღნიშნა ჰაბეკმა. მისივე თქმით, გერმანიისთვის ახლა უფრო მეტად პრობლემატური ელექტროენერგიაა. „ელექტროენერგიის მიწოდების მთავარი პრობლემა საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის უკმარისობაა. გერმანია მზადაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ატომური ელექტროსადგურები გამოიყენოს“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ინტენსიურად მცირდება და $1 000-იან ფსიგოლოგიურ ნიშნულს უახლოვდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 11%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 031 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ევროპა რუსული გაზისგან თავისუფალია

თბილისი (GBC) – ევროკავშირი საბოლოოდ გათავისუფლდა რუსული გაზისგან, განაცხადა ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა ფრანგულ რადიოსთან RTL ინტერვიუში. „დღეს მთლიანად დავემშვიდობეთ რუსულ გაზს… თუ ადრე 40%–ით ვიყავით დამოკიდებული, დღეს ეს მაჩვენებელი 7%–ს შეადგენს“, – აღნიშნა მან. ევროკომისრის თქმით, რუსეთი აღარ არის ევროპისთვის საიმედო პარტნიორი და ამიტომ 155 მლრდ კუბური მეტრი გაზის სხვა ბაზრებიდან იმპორტი მოგვიწია. გარდა ამისა, მომავალში გაზის ...

Read More »

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: კარგი იქნებოდა, არასდროს გვქონოდა ისეთი ენერგოპოლიტიკა, რომელიც რუსეთზე ასეთ დამოკიდებულებას გამოიწვევდა

ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს აქვს ნეგატიური გავლენა მთელ მსოფლიოზე და ევროპაზე. კრიშიანის კარინიშმა აღნიშნა, რომ ეს ეხება ენერგორესურსებზე ფასებს და ზოგადად, ფასების ზრდას ბიზნესისთვის და მომხმარებლებისთვის. „ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ბიზნესს და მომხმარებლებს. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც გაერთიანებამ. ევროკომისიას ...

Read More »

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ჩვენ ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ ენერგო გამოწვევებს

ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ინფლაცია იზრდება, გადასახადები იზრდება და აშკარაა, პატარა ნაბიჯების გადასადგმელად დრო აღარ არის. მოსახლეობა ითხოვს მოქმედებას. მოსახლეობას აქვს კითხვები და ევროპული საზოგადოებას ჩვენი ქმედებების იმედი აქვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. „ეს გაურკვევლობა იწვევს ცუნამს. ეს ეხება ყველაფერს: ბიუჯეტს, ფასებს, გადასახადებს, ხელფასებს. ჩვენ შეგვიძლია, დავწიოთ გადასახადები. ჩვენ შეგვიძლია ამ კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა შევამციროთ. ჩვენ შეგვიძლია ...

Read More »

პოლონეთის პრემიერი: თეორიულად იაფი რუსული გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის კურთხევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მთელი ევროპისთვის წყევლა გახდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მკაცრად გააკრიტიკა გერმანია ენერგეტიკის სფეროში მისი წინა პოლიტიკის გამო. „ეს თეორიულად იაფი რუსული გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის კურთხევა უნდა ყოფილიყო, თუმცა მთელი ევროპისთვის წყევლა გახდა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავეცკის თქმით, ახლა ყველა ქვეყანას შეუძლია დაინახოს ამ პოლიტიკის შედეგები. „ისინი ხედავენ გერმანული პოლიტიკის, გერმანულ-რუსული პოლიტიკის ფიასკოს“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.

Read More »

შარლ მიშელი – ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შეკავების მექანიზმზე იმუშაონ

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შეკავების მექანიზმზე იმუშაონ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. ევროკავშირის სამიტზე ენერგეტიკული საკითხების განხილვა გვიან ღამემდე გრძელდებოდა. „ევროპულმა საბჭომ მიაღწია შეთანხმებას ენერგეტიკაზე. ერთიანობამ და სოლიდარობამ გაიმარჯვა. შევთანხმდით, ვიმუშაოთ ზომებზე ოჯახებისა და ბიზნესისთვის ენერგორესურსების ფასების შესაკავებლად“, – დაწერა შარლ მიშელმა. ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს შემაჯამებელ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მიერ ენერგეტიკის იარაღად ...

Read More »

ვიქტორ ორბანი – მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის

მეუბნებიან, რომ რუსული გაზი ცუდია, მაგრამ არავინ მეუბნება, როგორ ჩავანაცვლო ის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „მეუბნებიან რუსული გაზი ცუდიაო. მეუბნებიან, რომ ყიდვა უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ არავინ გვეუბნება, როგორ შევცვალოთ რუსული გაზი. ხუთ წელიწადში კი არა, ხვალ. ჩვენ უნდა ვმართოთ ჩვენი ეკონომიკა, ეს ასე მარტივია“, – დაწერა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. პარალელურად, ვიქტორ ორბანი „ფეისბუქში“ დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ...

Read More »

ევროკავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას მოსალოდნელზე ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს

ევროპის კავშირი რუსეთის გაზზე დამოკიდებულებას ბევრად უფრო სწრაფად ამცირებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რვა თვის განმავლობაში ევროკავშირმა მოახერხა რუსეთის გაზის ორი მესამედის შემცვლელის პოვნა. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში გამოსვლისას. მისი სიტყვებით, ჯერ კიდევ გაზაფხულზე ევროკავშირში მიაჩნდათ, რომ რუსეთის გაზზე უარის თქმას რვა წელი დასჭირდებოდა. ევროკავშირმა მოახერხა დაეჩქარებინა გაზის სხვა, არარუსულ მიმწოდებლებზე გადასვლა, მაგრამ ...

Read More »