გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანია მომავალი ზამთრისთვის უკეთ მომზადებული იქნება, რადგან ქვეყანას უფრო მეტი გაზის რესურსი აქვს.
„გაზის რეზერვების მოცულობით, ჩვენ ნამდვილად უკეთესი პოზიცია გვექნება“, – აღნიშნა ჰაბეკმა.
მისივე თქმით, გერმანიისთვის ახლა უფრო მეტად პრობლემატური ელექტროენერგიაა.
„ელექტროენერგიის მიწოდების მთავარი პრობლემა საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის უკმარისობაა. გერმანია მზადაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ატომური ელექტროსადგურები გამოიყენოს“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა.