თბილისი (GBC) – ევროკავშირი საბოლოოდ გათავისუფლდა რუსული გაზისგან, განაცხადა ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა ფრანგულ რადიოსთან RTL ინტერვიუში.
ევროკომისრის თქმით, რუსეთი აღარ არის ევროპისთვის საიმედო პარტნიორი და ამიტომ 155 მლრდ კუბური მეტრი გაზის სხვა ბაზრებიდან იმპორტი მოგვიწია. გარდა ამისა, მომავალში გაზის ფასი კიდევ უფრო შემცირდება.
„გაზის ფასებზე შეთანხმების შესახებ განცხადების გაკეთებისთანავე მისი ფასი 10%–ით დავარდა. დღეს ჩვენ მეგავატ/საათს 67 ევროდ ვყიდულობთ, როდესაც ზაფხულში მისი ფასი 300 ევროს შეადგენდა. დიახ, ფასი შემცირდა და ვარდნას გააგრძელებს“, – დასძინა ბრეტონმა.
წყარო: gbc.ge