ევროპარლამენტის პრეზიდენტი: ჩვენ ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ ენერგო გამოწვევებს

ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ინფლაცია იზრდება, გადასახადები იზრდება და აშკარაა, პატარა ნაბიჯების გადასადგმელად დრო აღარ არის. მოსახლეობა ითხოვს მოქმედებას. მოსახლეობას აქვს კითხვები და ევროპული საზოგადოებას ჩვენი ქმედებების იმედი აქვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„ეს გაურკვევლობა იწვევს ცუნამს. ეს ეხება ყველაფერს: ბიუჯეტს, ფასებს, გადასახადებს, ხელფასებს. ჩვენ შეგვიძლია, დავწიოთ გადასახადები. ჩვენ შეგვიძლია ამ კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა შევამციროთ. ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომ მოსახლეობას და ბიზნესს გადასახადების გადახდა შეეძლოთ. ამისთვის საჭიროა ერთად მოქმედება. ერთიანი ვიყავით კორონავირუსის პანდემიის დროს და ერთიანი ვართ დღეს, როდესაც ევროპაში ომია. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ ღირსეულად ენერგო გამოწვევებს. ევროკავშირი უნდა იყოს ერთიანი და დარწმუნებული ვარ ასე იქნება“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში ორდღიან სამიტზე შეიკრიბნენ – ორგანიზაცია მსჯელობს უკრაინის დასახმარებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე და ასევე მექანიზმებზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ ენერგორესურსებზე ფასების ზრდას.

Leave a Reply