იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონმა განაცხადა, რომ რომი არ დაემორჩილება პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს და დარჩება უკრაინის პარტნიორად. ამის შესახებ მან იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მელონის განცხადებით, შემდეგი „გახსნილი კვანძი“ ენერგეტიკული საკითხი იქნება.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „პუტინის შანტაჟის დამორჩილება პრობლემის გაღრმავებას ნიშნავს“.
„თავისუფლებას თავისი ფასი აქვს“, – თქვა იტალიის პრემიერმა.
ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის თქმით, იტალია კვლავ რჩება მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერად.
ამასთან, მან განმარტა, რომ იტალია არის ქვეყანა, რომელსაც თავისი ფიზიკური და გეოგრაფიული მახასიათებლებიდან გამომდინარე შეუძლია მეტი ინვესტიცია განახორციელოს განახლებად ენერგიებში, რათა შეამციროს დამოკიდებულება უცხო ქვეყნებზე.
წყარო: pia.ge