საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ, კომისიის თანამშრომლებთან ერთად, 25-28 მაისს ქ. სტამბულში მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის მარეგულირებელთა მე-6 მსოფლიო ფორუმში. ენერგეტიკის მარეგულირებელთა მსოფლიო ფორუმი ამ სფეროს მარეგულირებელი ინსტიტუტების თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბებული ერთ-ერთი მთავარი კონფერენციაა და მისი მიზანია რეგულატორთა შორის საკვანძო საკითხების შესახებ დისკუსიები და გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე ირინა მილორავამ წარადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით: „საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურა და ...
Read More »