ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის მატება მოხდეს, შესაძლოა, ეს გარდაუვალი იყოს, თუმცა აცხადებს, რომ ამაზე მთავრობა იმსჯელებს
ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გადაცემა “განსხვავებული აქცენტების” წამყვანის კითხვაზე, პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომაზე ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.
“პირველ რიგში ენერგეტიკის სამინისტრო მინდა გავმიჯნო მარეგულირებელი კომისიისგან. არანაირი კავშირი არ აქვს ტარიფების გადახედვას და მასზე მუშაობას ენერგეტიკის სამინისტროსთან. რაც შეეხება აჟიოტაჟს, ვფიქრობ, ეს მიზანიმართულად იყო შექმნილი, განსაკუთრებით ტელევიზიების მხრიდან ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით. მიზანმიმართულად შექმნილი აჟიოტაჟი იმიტომ იყო, რომ ჯერ შესწავლა დაიწყო მარეგულირებელმა კომისიამ და გარკვეულმა ტელეკომპანიებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობას ტარიფი გაუძვირდებოდა”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.