სემეკმა წყლის ტარიფზე გადაწყვეტილება მიიღო

სემეკმა წყლის ტარიფზე გადაწყვეტილება მიიღო

თბილისში წყლის ტარიფი არ გაძვირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის.

“კომპანიის მხრიდან იყო მოთხოვნა, უფრო მეტ შემოსავალზე, დაახლოებით 4 მილიონით უფრო მეტ შემოსავალზე, თუმცა ჩვენი გაანგარიშებით მათ უფრო მეტი არ ეკუთვნოდათ. კომპანიას აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება. შემდეგ უკვე სასამართლოში მოხდება მისი განხილვა”, – განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

ამის შემდეგ კომპანიას უფლება აქვს, ტარიფის გადახედვა კიდევ ერთხელ მოითხოვოს. ტარიფის გაზრდას თბილისში კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ითხოვდა, მენეჯმენტი სემეკის დღევანდელ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

დღეისთვის თბილისში სასმელი წყლისთვის უმრიცხველო მომხმარებელი, ერთ სულზე თვეში ფიქსირებულ 3 ლარსა და 14 თეთრს იხდის, ხოლო გამრიცხველიანებული აბონენტი, 26 თეთრს ერთ კუბურ მეტრზე. რაც შეეხება კომერციულ ტარიფს, ორგანიზაციები კუბურმეტრ წყალში 4 ლარსა და 40 თეთრს იხდიან.

Leave a Reply