Tag Archives: #ევროკავშირი

ჟოზეფ ბორელი: რუსეთი ფიქრობდა, რომ რადგან რუსულ გაზზე ვართ დამოკიდებული, ეს გამოიწვევდა ჩვენს დაყოფას. მოხდა პირიქით – წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულებას 2/3-ით შევამცირებთ

რუსეთი ფიქრობდა, რომ რადგან რუსულ გაზზე ვართ დამოკიდებული, ეს გამოიწვევდა ჩვენს დაყოფას. მოხდა პირიქით – წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულებას 2/3-ით შევამცირებთ, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, ამ ომის შედეგები ძალიან მძიმე იქნება. „ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი, ჩვენ საკმარისი გავაკეთეთ. მაგრამ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ. უფრო სწრაფადაც ...

Read More »

ევროკავშირის სამიტი ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელებს

ევროკავშირის ლიდერები 10 მარტს საფრანგეთში სამიტზე შეიკრიბებიან, რათა 27-წევრიანმა ბლოკმა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგების სასწრაფოდ მოგვარების გზები გამონახოს. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კრიზისულ სამიტს ვერსალის სასახლეში უხელმძღვანელებს. “რუსეთის აგრესიული ომი წარმოადგენს ტექტონიკურ ცვლილებას ევროპის ისტორიაში”, – ნათქვამია ორდღიანი შეხვედრის საბოლოო დეკლარაციის პროექტში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო AFP-მა მოიპოვა. ევროკავშირის ლიდერები უნდა მივიდნენ საერთო დასკვნამდე, თუ “როგორ შეუძლია ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსული ნავთობისგან, ქვანახშირისა და გაზისგან დამოუკიდებელნი უნდა გავხდეთ – არ შეგვიძლია დავეყრდნოთ მომწოდებელს, რომელიც ღიად გვემუქრება

ევროკავშირმა მიმდინარე წელს რუსულ ბუნებრივ აირზე თავისი დამოკიდებულების 2/3-ით შემცირებისა და 2030 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე სრულად უარის თქმის გეგმა გამოაცხადა. ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბუნებრივი აირისგან თავის დაღწევის მცდელობა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაქციაა. გეგმა რამდენიმე ნაბიჯს ასახავს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განახლებადი ენერგიის პროექტების ნებართვების დაჩქარება და მზის პანელების დამატება და ენერგოეფექტური გაუმჯობესებები სახლებსა ...

Read More »

ტრამპმა ევროპა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთებისთვის გააკრიტიკა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპა აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე არშეერთებისთვის გააკრიტიკა. „ახლახან დადასტურდა, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ შეუერთდება აშშ-ს რუსეთის ნავთობისა და გაზის ბოიკოტირებაში. ჩვეულებისამებრ, აშშ მარტო დარჩება, რითაც ევროპა ისარგებლებს“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში. აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს მე ვაცხადებ, ...

Read More »
ბლინკენი

ენტონი ბლინკენი ევროპას მოუწოდებს, რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეწყვიტოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსულ ენერგეტიკაზე დაყრდნობა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამჟამად არა მხოლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაც არსებობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საბოლოოდ მოიშორონ რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი მას იარაღად იყენებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა აშშ აღნიშნულ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა ...

Read More »

ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების ორი მესამედით შემცირებას აპირებს

ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ორი მესამედით შემცირებას აპირებს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთიდან გაზის იმპორტზე უარის თქმა იქნება შესაძლებელი. „მარტივი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია“, – ამბობს ტიმერმანსი. ამჟამად რუსეთი ევროკავშირის ბუნებრივ აირზე მოთხოვნილების 40 %-ს აკმაყოფილებს იმ ფონზე, როცა დასავლეთი რუსეთისთვის ნავთობის და გაზის ემბარგოს დაწესებას განიხილავს, ბრიუსელში რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირების ...

Read More »

ოლაფ შოლცი – ჩვენი მხრიდან შეგნებული გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ რუსეთთან ენერგომომარაგების სფეროში ბიზნესის წარმოება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და ევროკავშირი ყველამხრივ მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, თუმცა ამჟამად არ არიან მზად, უარი თქვან რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე. მისივე თქმით, ყველა ნაბიჯი გათვლილია იმისთვის, რომ მძიმე დარტყმა მიაყენონ რუსეთს გრძელვადიან პერსპექტივაში. როგორც ოლაფ შოლცი ამბობს, ევროპამ მიზანმიმართულად არ შეზღუდა სანქციებით რუსეთიდან ენერგორესურსების შემოტანა, რადგან ჯერჯერობით არ არის სხვა გზა, უზრუნველყონ ევროპა ენერგიით, რომელიც ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 10-პუნქტიანი გეგმა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად

რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს. გეგმაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებები უკვე საკმაოდ ეფექტურია რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი-მესამედით შესამცირებლად, ხოლო მოცემული დამატებითი ღონისძიებები შესაძლებელს გახდის მის ნახევრამდე შესამცირებლად, რაც, ყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებასაც. გთავაზობთ ხსენებული პუნქტების ჩამონათვალს:   პუნქტი 1. ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულებებლის არ გაფორმება. ...

Read More »

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი თითქმის 36,4%-ით გაიზარდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, თითქმის 36,4%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 450 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 454 აშშ დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 27%-ით შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში მკვეთრად, თითქმის 27%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 320 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპაში, გუშინ, გაზის ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 300 დოლარს გადააჭარბა.

Read More »