ჟოზეფ ბორელი: რუსეთი ფიქრობდა, რომ რადგან რუსულ გაზზე ვართ დამოკიდებული, ეს გამოიწვევდა ჩვენს დაყოფას. მოხდა პირიქით – წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულებას 2/3-ით შევამცირებთ

რუსეთი ფიქრობდა, რომ რადგან რუსულ გაზზე ვართ დამოკიდებული, ეს გამოიწვევდა ჩვენს დაყოფას. მოხდა პირიქით – წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულებას 2/3-ით შევამცირებთ, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, ამ ომის შედეგები ძალიან მძიმე იქნება.

„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ბევრი, ჩვენ საკმარისი გავაკეთეთ. მაგრამ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ. უფრო სწრაფადაც უნდა გაგვეკეთებინა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ფასის გადასახდელად. ომის შედეგები იქნება ძალიან მძიმე; გვექნება პრობლემები ენერგორესურსებით მომარაგების კუთხით, მილიონობით ლტოლვილი მოდის უკრაინიდან, ახლებურად უნდა შევხედოთ ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკას. რუსულ გაზზე ვართ დამოკიდებული. ეს რეალობაა და პირველი რაც უნდა გავაკეთოთ მოსკოვზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაა. როდესაც 24 თებერვლის ღამეს დილის ხუთ საათზე ტელეფონმა დარეკა და კაბინეტის უფროსმა მითხრა, რომ პუტინმა კიევის დაბომბვა დაიწყო, მაშინ ისტორიის ფურცელი გადაიშალა. ახალი ეპოქაა. ჩვენ ევროპელებს ომი არ გვიყვარს, მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, რომ ომზე არ ვიფიქროთ. რუსეთი ფიქრობდა, რომ რადგან რუსულ გაზზე ვართ დამოკიდებული, ეს გამოიწვევდა ჩვენს დაყოფას. მოხდა პირიქით, ევროკავშირი პარტნიორებთან ერთად გაერთიანდა. წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულებას ორი მესამედით შევამცირებთ. ეს რთული მისაღწევია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ეს ნიშნავს, რომ თითოეულმა ევროპელმა გაზსს სახლში უნდა დაუწიოს, რათა კოლექტიურად შევძლოთ მიზნის მიღწევა“, – განაცხადა ბორელმა.

Leave a Reply