ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასი თითქმის 36,4%-ით გაიზარდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, თითქმის 36,4%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 450 დოლარს გადააჭარბა.

გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 454 აშშ დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.

Leave a Reply