აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ რუსულ ენერგეტიკაზე დაყრდნობა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამჟამად არა მხოლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, არამედ აუცილებლობაც არსებობს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საბოლოოდ მოიშორონ რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება, რადგან რუსეთი მას იარაღად იყენებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტი აკრძალა
აშშ აღნიშნულ ნაბიჯს ცალმხრივად დგამს, ევროპელი მოკავშირეების გარეშე, ვინაიდან ევროპულ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა იმის თაობაზე, აიკრძალოს თუ არა რუსული ენერგომატარებლების იმპორტი.