Tag Archives: #ნავთობი

SOCAR: კასპიის ზღვაში აფეთქება ტალახის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მოხდა

SOCAR-ის განმარტებით, კასპიის ზღვაში, 4 ივლისს დაფიქსირებული აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) რომელიმე ინდუსტრიული ობიექტი არ დაზიანებულა. “კომპანიის ყველა ოფშორული პლატფორმა და სამრეწველო ობიექტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას”, – ნათქვამია SOCAR-ის განცხადებაში. ამასთან, SOCAR-მა ინციდენტის ადგილას საკუთარი თანამშრომლები გაგზავნა, რათა გამოეკვლიათ ხანძრის გაჩენის მიზეზი. SOCAR-ის განმარტებით, კუნძულ დაშლიზე, რომელიც კასპიის ზღვაში, სოფელ ალატსა და ქალაქ ნეფთალას შორის მდებარეობს, ტალახის ვულკანიდან აირების ბუნებრივი წვა დაფიქსირდა. ცნობისთვის, კასპიის ზღვაში ძლიერი ...

Read More »

“OPEC +” დღეს განაგრძობს მოლაპარაკებებს

“OPEC +”- ის შეხვედრა 2 ივლისს დასრულდა. “OPEC +”-ის მინისტრების მოლაპარაკებები აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების ოდენობასთან დაკავშირებით გადაიდო დღეისთვის, ოპეკის სამდივნოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირი”. მედიის ცნობით, ყველა ქვეყანა მხარს უჭერს აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების გაზრდას, გარდა არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა, რომელიც დაჟინებით მოითხოვს შეიცვალოს მოპოვების საბაზისო დონე მისთვის მისი 3.168-დან 3.8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში გაზრდის გზით. “OPEC +”-ის მინისტრთა მონიტორინგი, ...

Read More »

ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით,  2021 წლის   2 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.17 (+ 0.33) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,16 (+ – 0.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე უარს აცხადებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC + – ის გეგმას 2022 წლის აპრილამდე გაგრძელდეს შეთანხმება ნავთობის შემცირებული მოპოვების შესახებ, უარს ამბობს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას წარმოების უფრო მაღალი საბაზისო დონე არ ექნება. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ასევე უარყო OPEC + – ის გარიგება, რომლის მიხედვითაც, კარტელის ლიდერები რუსეთი და საუდის არაბეთი მიწოდების გაზრდას მოითხოვდნენ და უკეთესი პირობები მოითხოვა. ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მინისტრებმა მოლაპარაკებები ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,16 აშშ დოლარით (1,53 %) გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 77,11 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »

მექსიკის ყურში გაჩენილი წყალქვეშა ხანძარი ლიკვიდირებულია

მექსიკის ნავთობისა და გაზის კომპანია Pemex–ის ოფშორულ მილსადენზე მექსიკის ყურეში ძლიერი წყალქვეშა ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გაჩნდა და უკვე ლიკვიდირებულია, განაცხადა კომპანიამ. ”მილსადენის დამაკავშირებელი სარქველების დახურვამ შეაჩერა გაზის გაჟონვა და ხელი შეუწყო წვის შეჩერებას. დაახლოებით დილის 10.45 საათზე გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და აღდგა ნორმალური სამუშაო პროცესი, ”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ინციდენტს ადგილი დილის 5.15 საათზე ოფშორულ მილსადენზე ჰქონდა, Ku-Charly ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება 3,7%-ით შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, წლის პირველი ნახევრის შედეგებით რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება შემცირდა 3,7%-ით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და შეადგინა 254,93 მილიონი ტონა. საშუალო დღე-ღამური მოპოვება 2021 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა 10.32 მილიონი ბარელის ოდენობით. 2021 წლის ივნისის თვეში რუსეთმა მოიპოვა 42,64 მილიონი ტონა ნავთობი გაზის კონდენსატთან ერთად, რაც 11,7%-ით მეტია 2020 წლის ივნისის თვის მაჩვენებელთან ...

Read More »

რუმინეთში უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუმინეთში, ქალაქ კონსტანცასთან, ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი, ამასთან, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. კომპანია „პეტრომიდიას“ ქარხანის ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქების შემდგ საწარმოში ტექნოლოგიური პროცესები წარმატებით შეაჩერეს. შემთხვევის ადგილზე რვა სახანძრო ბრიგადა, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Read More »

“ოპეკი +”-ის მინისტრები ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, გუშინდელ შეხვედრაზე “ოპეკი +”-ის მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ უახლოესი თვეების განმავლობაში. “ოპეკი +”-ის მონიტორინგის სხდომა და შეხვედრა ასევე გაიმართება პარასკევს, 2 ივლისს. გადაწყდა, რომ კონსულტაციებისთვის კიდევ ერთი დღე იქნეს აღებული, წერს TASS ოპეკის წყაროზე დაყრდნობით. ცნობილია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, კერძოდ არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ყაზახეთმა, არ მოიწონეს ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ შემოთავაზებული ...

Read More »
ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

COVID -19-ის ახალი ტალღის გამო, ნავთობის ფასი მცირდება

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   1 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.11 (-  0,02) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75,23 (+ 1,76)  დოლარი/ბარელზე.

Read More »