“ოპეკი +”-ის მინისტრები ვერ შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, გუშინდელ შეხვედრაზე “ოპეკი +”-ის მინისტრებმა ვერ შეძლეს შეთანხმება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ უახლოესი თვეების განმავლობაში. “ოპეკი +”-ის მონიტორინგის სხდომა და შეხვედრა ასევე გაიმართება პარასკევს, 2 ივლისს.

გადაწყდა, რომ კონსულტაციებისთვის კიდევ ერთი დღე იქნეს აღებული, წერს TASS ოპეკის წყაროზე დაყრდნობით. ცნობილია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, კერძოდ არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ყაზახეთმა, არ მოიწონეს ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ შემოთავაზებული კვოტების განაწილება.

ივნისის თვის დასაწყისში “ოპეკი +”-ის ქვეყნების მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ძალაში დაეტოვებინათ მაის–ივლისის თვეების განმავლობაში ნავთობის მოპოვების აღდგენის გეგმა 2,1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში.  “OPEC +”-მა ქვეყნებმა ივლისში უნდა შეამცირონ ნავთობის მოპოვება 5,76 მლნ ბარელით/დღე-ღამეში საბაზისო დონესთან.

Leave a Reply