“OPEC +” დღეს განაგრძობს მოლაპარაკებებს

“OPEC +”- ის შეხვედრა 2 ივლისს დასრულდა. “OPEC +”-ის მინისტრების მოლაპარაკებები აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების ოდენობასთან დაკავშირებით გადაიდო დღეისთვის, ოპეკის სამდივნოს განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირი”.

მედიის ცნობით, ყველა ქვეყანა მხარს უჭერს აგვისტოს თვიდან ნავთობის მოპოვების გაზრდას, გარდა არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა, რომელიც დაჟინებით მოითხოვს შეიცვალოს მოპოვების საბაზისო დონე მისთვის მისი 3.168-დან 3.8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში გაზრდის გზით.

“OPEC +”-ის მინისტრთა მონიტორინგი, რომელიც ერთი დღით გადაიდო (1 ივლისიდან 2 ივლისამდე), რეკომენდაციას უწევს ნავთობის მოპოვების ეტაპობრივ ზრდას 2021 წლის დეკემბრამდე (400 ათასი ბარელით/დღეში ყოველთვიურად, წლის ბოლოსთვის ჯამში 2 მილიონი ბარელით/დღეში).

ამასთან, არაბთა გაერთიანებული საემიროები გამოვიდა საწინააღმდეგოდ – საემიროები ითხოვენ მათი საბაზისო ოდენობის გადახედვას, საიდანაც იქნება გათვალისწინებული მოპოვების ზრდა  შეთანხმების ფარგლებში.

Leave a Reply