მექსიკის ყურში გაჩენილი წყალქვეშა ხანძარი ლიკვიდირებულია

მექსიკის ნავთობისა და გაზის კომპანია Pemex–ის ოფშორულ მილსადენზე მექსიკის ყურეში ძლიერი წყალქვეშა ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო გაჩნდა და უკვე ლიკვიდირებულია, განაცხადა კომპანიამ.

”მილსადენის დამაკავშირებელი სარქველების დახურვამ შეაჩერა გაზის გაჟონვა და ხელი შეუწყო წვის შეჩერებას. დაახლოებით დილის 10.45 საათზე გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და აღდგა ნორმალური სამუშაო პროცესი, ”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ინციდენტს ადგილი დილის 5.15 საათზე ოფშორულ მილსადენზე ჰქონდა, Ku-Charly -ს პლატფორმიდან 150 მეტრში, მექსიკის ყურის წყლებში, კამპეჩეს შტატ სიუადა დელ კარმენის სანაპიროსთან ახლოს. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მონაწილეოდა სამი სახანძრო გემი, ხანძარს, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ბუნებრივმა აირმა წყალქვეშა მილსადენიდან 78 მეტრის სიღრმეზე გაჟონა, თუმცა ხანძრის მიზეზი ჯერ კიდევ  გაურკვეველია – Pemex -ის განცხადებით, კომანია ინციდენტის შესაძლო მიზეზებს აქტიურად იკვლევს.

Ku-Charly-ის ოფშორული პლატფორმა ფუნქციონირებს Ku Ku Maloob Zaap-ის დიდი კომპლექსის შემადგენლობაში. ეს არის ერთ–ერთი უდიდესი მექსიკური საბადო, სადაც დღეში დაახლოებით 95 ათასი ბარელი ნავთობის მოპოვება ხდება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply