Tag Archives: #უკრაინა

ავსტრიის კანცლერი: Nord Stream 2-ის პროექტი ავსტრიის ეკონომიკურ ინტერესებშია

ავსტრია მიესალმება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას Nord Stream 2 გაზსადენის პროექტში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის შესახებ, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, გაზსადენის მშენებლობა ვენის ეკონომიკურ ინტერესებშია. „ძალიან მოხარული ვარ, რომ შეერთებული შტატები სანქციებით აღარ ემუქრება Nord Stream 2-ის პროექტში მონაწილე კომპანიებს. გერმანიის მსგავსად, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ Nord Stream 2-ის ...

Read More »

უკრაინის პრემიერი: ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა

საქართველო და უკრაინა ენერგოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავენ. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ენერგეტიკული უსაფრთხოება მხარეებს შორის შემდგომი თანამშრომლობის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა. როგორც უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, მიღწეულია შეთანხმება, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ მწვანე ენერგეტიკის და ენერგოეფექტურობის განვითარებას. მისივე თქმით, ამას ხელს შეუწყობს ურთიერთგაგების მემორანდუმი , რომელიც პროფილურ უწყებებს შორის გაფორმდება და ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი ერთობლივი ...

Read More »

სენატორი ჯინ შაჰინი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, რუსეთი მძლავრ იარაღს მიიღებს

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულებას სერიოზული შედეგები მოჰყვება როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპის ქვეყნებისთვის, – განაცხადა კიევში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა. სენატორმა აღნიშნა, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, რუსეთი მძლავრ იარაღს მიიღებს. „ჩვენთვის მიუღებელია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა. მივიჩნევთ, რომ ამ პროექტის მშენებლობის დასრულებას სერიოზული შედეგები ექნება უკრაინისა და ევროპის კონტინენტისთვის“, – განაცხადა სენატორმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord ...

Read More »

კომპანია Nord Stream 2 AG-ი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მზად იქნება

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორი, კომპანია Nord Stream 2 AG-ი დადებითად აფასებს სამუშაოებიას მსვლელობას და დარწმუნებულია, რომ გაზსადენის მშენებლობა დასრულდება. ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, რაინხარდ ონტიდმა განაცხადა. „გაზსადენი მზად იქნება“, – აღნიშნა კომპანია Nord Stream 2 AG-ის კომერციულმა დირექტორმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ სიტუაცია გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. აშშ-ის სახელმწიფო ...

Read More »

ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-სა და პრეზიდენტ ბაიდენს შეუძლიათ

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-სა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლიათ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთისთვის მძლავრი იარაღი იქნება. „ამ გაზსადენის ამუშავება უკრაინას წაართმევს სახსრებს, რომელიც საჭიროა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, რომელიც დღეს მთელ ევროპას იცავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ...

Read More »

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი მიესალმება აშშ-ის განზრახვას უარი თქვას Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება აშშ-ის განზრახვას უარი თქვას Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. „პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტომნში გაკეთებულ განცხადებებს გაეცნო და რუსეთი ამ განცხადებებს მიესალმება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაში უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე უარს არ იტყვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა ...

Read More »

უკრაინის პრემიერი ამერიკელ სენატორებს: Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა არ დაუშვათ

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციები ამჟამად ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტია რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს. „ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი გამოიყენეთ, რათა Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა არ დაუშვათ. ამ პროექტის დასრულება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა დენის შმიგალმა. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. „მივიჩნევ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ყირიმის ანექსიისგან არაფრით განსხვავდება. ყირიმის წასაღებად და სავაჭროდ, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. ასე ყირიმის საკითხი ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა. ნორმანდიის ფორმატშიც წამოვაყენე ეს საკითხი. ყველა მხარე ამბობდა, რომ ყირიმი მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხი არ არის. ამიტომაც გადავწყვიტე ყირიმის პლატფორმის შექმნა. გვესმოდა, რომ ყირიმის ოკუპაცია დავიწყებას ...

Read More »

SOCAR-მა უკრაინას 0.3 ათასი ტონა საავიაციო საწვავი მიაწოდა

მიმდინარე წლის აპრილში, SOCAR Energy Ukraine– მა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შვილობილმა კომპანიამ, უკრაინაში 0.3 ათასი ტონა საავიაციო საწვავი შემოიტანა. აზერბაიჯანული კომპანიის მიერ ქვეყანაში შემოტანილი საწვავი მომარაგდა ლიტვიდან. იმპორტის მოცულობა შემცირდა 0.6 ათასი ტონით, ანუ, სამჯერ შემცირდა მარტთან შედარებით. წლიურ ჭრილში, ანუ 2020 წლის აპრილთან შედარებით, საავიაციო საწვავით უკრაინის მომარაგება ლიტვიდან გაიზარდა 60% -ით, ანუ 1.3 ათასი ტონით.  აპრილში ბელორუსმა უკრაინას 4,9 ათასი ტონა საავიაციო საწვავი ...

Read More »

უკრაინამ რუსეთიდან და ბელორუსიიდან ელექტრო ენერგიის იმპორტი შეწყვიტა

უკრაინამ რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტა, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ქსელის სისტემის ოპერატორის, Ukrenergo-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეწყდა. უკრაინამ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2019 წლის შემოდგომაზე, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

Read More »