სენატორი ჯინ შაჰინი: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, რუსეთი მძლავრ იარაღს მიიღებს

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულებას სერიოზული შედეგები მოჰყვება როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპის ქვეყნებისთვის, – განაცხადა კიევში ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

სენატორმა აღნიშნა, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში, რუსეთი მძლავრ იარაღს მიიღებს.

„ჩვენთვის მიუღებელია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა. მივიჩნევთ, რომ ამ პროექტის მშენებლობის დასრულებას სერიოზული შედეგები ექნება უკრაინისა და ევროპის კონტინენტისთვის“, – განაცხადა სენატორმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.

Leave a Reply