ზელენსკი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-სა და პრეზიდენტ ბაიდენს შეუძლიათ

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის დასრულების შეჩერება მხოლოდ აშშ-სა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეუძლიათ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთისთვის მძლავრი იარაღი იქნება.

„ამ გაზსადენის ამუშავება უკრაინას წაართმევს სახსრებს, რომელიც საჭიროა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, რომელიც დღეს მთელ ევროპას იცავს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

20 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.

Leave a Reply