Tag Archives: #ენერგეტიკა

ალექსანდრე რატიშვილი: „დენის ნაზარდი ტარიფის სუბსიდირება არაფერს ცვლის“

მთავრობის გადაწყვეტილება კომერციული სექტორისვის ელ.ენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების შესახებ დისკრიმინაციულია – ასე შეაფასა გადაცემა „საქმის კურსში“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრე რატიშვილმა პრემიერის მიერ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება, რომელიც პირველადი პროდუქტის მწარმოებლებისთვის დენზე გაზრდილი ტარიფის 50%-ის სუბსიდირებას ითვალისწინებს. ალექსანდრე რატიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის გადასახადების გადამხდელთა ფულით შევსებული ბიუჯეტის არარაციონალური და უსამართლო ხარჯვა. გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი თავად სემეკის გადაწყვეტილებასაც აკრიტიკებს. „სემეკმა ...

Read More »

მამუკა მდინარაძე: ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტი დაკორექტირდა

ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ ეს არ შეხებოდა განსაკუთრებით იმ ფენებს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება და გვერდში დგომა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა. „გადაწყვეტილება ჯერ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ და შემდეგ ბიუჯეტის პროექტში აისახა. საქართველოს მოქალაქეებს დღესვე უნდა სცოდნოდათ, რომ 300 კვტ-მდე ელეტროენერგია დასუბსიდირებული იქნება. ასევე მოხდება საკვები პროდუქტების სუბსიდირება. წყლის ტარიფიც სუბსიდირებული იქნება სოციალურად ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზნით, 2021 წლის ბიუჯეტიდან 105 მილიონი ლარი გამოიყოფა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას. მისი თქმით, შესაბამისი თანხები ბიუჯეტში უკვე ასახულია. „მთავრობა მზადაა დაასუბსიდიროს დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. ეს, პრაქტიკლულად, მოიცავს ოჯახების 90-95 პროცენტს. გარდა ამისა, ბიზნესის სექტორში ჩვენ გამოვყავით კვების მრეწველობა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი და ვაპირებთ დავასუბსიდიროთ 50% ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე ვერ აკონკრეტებს, რის ხარჯზე მოხდება ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ვერ აკონკრეტებს, რის ხარჯზე მოხდება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირება. როგორც ჟურნალისტებს კოვზანაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ტარიფის ზრდა მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ფენას არ შეეხოს. „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს იქნება და ცნობილი გახდება, რომელ მუხლებს შეეხება ეს“, – განაცხადა კოვზანაძემ.

Read More »

სალომე ვარდიაშვილი: ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იყო

ფასის ზრდა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ტარიფში გათვალისწინებული დარჩა მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია კომპანიების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი ხარჯების ნაწილი არ გაითვალისწინა. „როგორც მოსალოდნელი იყო, ტარიფმა განიცადა კორექტირება ზრდის თვალსაზრისით. თქვენ დაწვრილებით იხილეთ, რა სახის დანახარჯები გაითვალისწინა მარეგულირებელმა კომისიამ და რა სახის დანახარჯები ამორიცხა. ...

Read More »

შოთა გულბანი: პანდემიურმა კრიზისმა სემეკი იძულებული გახადა, ტარიფის ზრდის შესახებ ენერგოკომპანიების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა

პანდემიურმა კრიზისმა სემეკი იძულებული გახადა, ტარიფების ზრდის შესახებ ენერგოკომპანიების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, შოთა გულბანმა. „2017 წლის შემდეგ დღეს პირველად დაუდგინდათ ენერგო და წყალმომმარაგებელ კომპანიებს ახალი ტარიფები. პანდემიის პირობებში მოხმარება შემცირდა როგორც ელექტროენერგიის, ასევე სასმელი წყლის შემთხვევაში. შესაბამისად, შემცირდა გადახდები, რამაც შეამცირა კომპანიების შემოსავლები. ასეთი ტიპის კომპანიების ერთადერთი შემოსავლის წყარო არის მომხმარებლების მიერ გადახდილი ტარიფი, საფასური იმ ოდენობის ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: “ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა პირველადი მოხმარების სურსათის ფასებს არ გაზრდის”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომერციული სექტორი, რომლისთვისაც გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, არ გაზრდის პირველადი მოხმარების სურსათზე ტარიფს, რადგან სახელმწიფო დაასუბსიდირებს გაზრდილ სხვაობას. „გამოვკვეთეთ კონკრეტული დარგები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ესაა სურსათის წარმოება, ჩვენი სფერო, სადაც შევარჩიეთ პირველადი საჭიროების პროდუქტები. ამ მიმართულებით, ტარიფის ზრდის ნახევარს სახელმწიფო დაასუბსიდირებს მთელი წლის განმავლობაში, 2021 წელს. სახელმწიფომ გააკეთა პირველადი მოხმარების სურსათის იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ყველაფრის სუბსიდირებას ...

Read More »

ივანე მაჭავარიანი: ენერგეტიკის შემთხვევაში, საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში

იქნება გაძვირება, თუმცა ეს იყო გარდაუვალი. როცა ჩვენ სხვადასხვა სექტორს, ამ შემთხვევაში, ენერგეტიკას ვაანალიზებთ, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ერთ-ერთი დაბალი ტარიფებია – როგორც რეგიონში, ისე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში“, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების შესახებ საუბრისას განაცხადა. „2021 წელი რთული იქნება, შესაბამისად, ამ პერიოდშია მნიშვნელოვანი, დავეხმაროთ და თანადგომა გამოვუცხადოთ მოსახლეობასა და შესაბამისად, ბიზნესის ...

Read More »

თურნავა: ტარიფის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა, გარდაუვალი იყო

ტარიფის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა, გარდაუვალი იყო, თუნდაც იმის გამო, რომ დღეს მოქმედი ტარიფი 2017 წლის ბოლოსაა დადგენილი. ამის შემდეგ ძალიან დიდი დროა გასული და ძალიან ბევრი მოცემულობა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკაში. ამას ემატება ისიც, რომ 2020 წელი, საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის, უმძიმესი წელია, კოვიდპანდემიის გამო, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. „ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში, საქართველოშიც, ტარიფების ...

Read More »

მიხეილ ჭელიძე: ,,დაზარალდება მომხმარებელი და არა ბიზნესი. ფასები ტოტალურად გაიზრდება“

ტარიფების ზრდა იქნება ბიძგი, დიდი ინფლაციისკენ – ამის შესახებ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, კომუნალური გადასახადების ზრდის ეფექტს იგრძნობს მომხმარებელი და არა ბიზნესი. ,,პანდემიისგან დამძიმებულ ეკონომიკურ პირობებში, ტარიფების ზრდა ბიზნესისათვის ძალიან მძიმე ტვირთია. ბიზნესი გაზრდის ფასებს და მოხდება კიდევ უფრო დიდი ინფლაცია. ეს იქნება ერთი მნიშვნელოვანი ბიძგი ამისაკენ. ბიზნესს, ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, ...

Read More »