Tag Archives: #ნავთობი

შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორრთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 18 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  81.24 (+ 0,96)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  79.01 (+ 0,65)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვებას ზრდის

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) 704,4 ათასი ბარელი შეადგინა. აქედან 585,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი იყო, ხოლო 118,5 ათასი ბარელი – კონდენსატი. ააღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. რაც შეეხება წინა საანგარიშო თვეს, სექტემბერში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვებამ 586,2 ათასი ბარელი შეადგინა. OPEC + მინისტრების მე-20 შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,1 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 433,003 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 0,71 მილიონი ბარელით  და შეადგინა  211,996 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,82 მილიონი ბარელით და შეადგინა  123,685 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანიდან 174 მილიონი ბარელი ნავთობი ტრანსპორტირდა

მიმდინარე წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა Botas International Limited (BIL) ჯეიჰანის ტერმინალიდან 174,220 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაგზავნა. მოცემული პერიოდისთვის ჯეიჰანის პორტიდან 4901 ტანკერი, მთლიანობაში 3 მილიარდ 745,2 მილიონი ბარელი ნავთობით არის გადაზიდული. SOCAR–მა ადრე განაცხადა, რომ ის ცდილობს გაზარდოს ნავთობის მიწოდება მთავარი საექსპორტო მილსადენით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან მომწოდებლების მოზიდვით. შეგახსენებთ, რომ BTC Co–ს აქციონერები არიან:  bp (30.10%); AzBTC (25.00%); MOL (8.90%); Equinor ...

Read More »
ნავთობის მსოფლიო ფასები უკვე 27 დოლარს ჩამოსცდა

მსოფლიო ნავთობსა და გაზზე დამოკიდებული დიდხანს იქნება – BP-ის აღმასრულებელი დირექტორი

ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანიის BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლონი პროგნოზირებს, რომ ნავთობი და გაზი, გლობალური ენერგეტიკული სისტემის ნაწილი კიდევ მრავალი წლის და ათწლეულების განმავლობაში იქნება. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს. ბერნარდ ლონიმ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა ყურადღება  მავნე გამონაბოლქვის შემცირებაზე გაამახვილონ და არა იდეოლოგიურ პოზიციებზე. ის ასევე საჭიროდ მიიჩნევს მომხმარებლისთვის საწვავის გაძვირების პრევენციას. ”შეიძლება არ იყოს პოპულარული იმის თქმა, რომ ნავთობი და გაზი დარჩება ქსელში მომდევნო ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანში ნავთობსადენი აფეთქდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ნავთობსადენი აფეთქდა, – ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურა გახდა. „შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – განაცხადა ნავთობით მდიდარი ხუზისტანის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ბიძგები იგრძნობოდა.

Read More »
ნავთობზე დაბალი ფასები 10 წლის განმავლობაში შენარჩუნდება

აშშ-მა აზიის ქვეყნებს ნავთობის სტრატეგიული მარაგების გამოთავისუფლება სთხოვა

აშშ-მა აზიის რამდენიმე ქვეყანას სთხოვა გაათავისუფლონ ნავთობის სტრატეგიული მარაგები, რათა ზეწოლა მოახდინონ OPEC-ზე და მიაღწიონ ფასების დააკლებას. Reuters წყაროზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სააგენტოს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა მსხვილ მომხმარებლებს – იაპონიას, სამხრეთ კორეას, ინდოეთსა და ჩინეთს. ამბობენ, რომ ტოკიოში დადებითდი რეაგირება მოახდინეს ვაშინგტონის წინადადებაზე, მაგრამ საბოლოო პასუხი ჯერ არცერთ ქვეყანას არ გაუცია. კითხვაზე, თუ რატომ მიმართეს ინდოეთს, ...

Read More »
ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

IEA მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას ვარაუდობს

საერთაშორისო ენერგეტიკულმა  სააგენტომ (IEA) თითქმის უცვლელი დატოვა პროგნოზები 2021-2022 წლებში ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილებასთან დაკავშირებით: მიმდინარე წელს კვლავ ივარაუდება მისი ზრდა 5,5 მილიონი ბარელით/დღეში, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზი გაზრდილია 0,1 მილიონი ბარელით 3,4 მილიონ ბარელამდე/დღეში. სააგენტოს ნოემბრის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება იზრდება ბენზინის აქტიურ მოხმარებასთან და საერთაშორისო მოგზაურობის ზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან სულ უფრო მეტი ქვეყანა ხსნის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 17 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80.28 (- 2.15)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.36 (- 2.40)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »
“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

როსნეფტი 2022 წლის შუა რიცხვებისთვის ნავთობის ფასის 120 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

2022 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე. როსნეფტის ვიცე-პრეზიდენტის ოტაბეკ კარიმოვის განცადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ ნავთობის ფასმა მომდევნო ნახევრის ბოლოს შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე “, – განაცხადა მან. მისი თქმით, მსოფლიოში ენერგორესურსების ძალიან სერიოზული დეფიციტია და ამან არ შეიძლება არ იმოქმედოს ფასებზე. კარიმოვმა აღნიშნა, რომ “OPEC +”-ის ქვეყნებს არ შეუძლიათ ...

Read More »