აზერბაიჯანი ნავთობის მოპოვებას ზრდის

აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის დღიურმა მოპოვებამ (კონდენსატთან ერთად) 704,4 ათასი ბარელი შეადგინა. აქედან 585,9 ათასი ბარელი ნედლი ნავთობი იყო, ხოლო 118,5 ათასი ბარელი – კონდენსატი. ააღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება.

რაც შეეხება წინა საანგარიშო თვეს, სექტემბერში აზერბაიჯანში ნედლი ნავთობის დღიური მოპოვებამ 586,2 ათასი ბარელი შეადგინა.

OPEC + მინისტრების მე-20 შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ოქტომბერში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების ოდენობა დღიური 640 ათასი ბარელით განისაზღვრა, ხოლო შემცირების ვალდებულება  78000 ბარელს შეადგენდა.

მინისტრთა 21-ე შეხვედრაზე მიღებული შეთანხმებით, ნოემბერში აზერბაიჯანმა ნავთობის მოპოვება 71 000 ბარელით უნდა შეამციროს.

Leave a Reply