“როსნეფტის” 19.5%-იანი წილი შესაძლოა ჩინურმა და ინდურმა კომპანიებმა შეიძინონ

როსნეფტი 2022 წლის შუა რიცხვებისთვის ნავთობის ფასის 120 დოლარამდე ზრდას ვარაუდობს

2022 წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე. როსნეფტის ვიცე-პრეზიდენტის ოტაბეკ კარიმოვის განცადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ ნავთობის ფასმა მომდევნო ნახევრის ბოლოს შესაძლოა მიაღწიოს 120 დოლარს/ბარელზე “, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მსოფლიოში ენერგორესურსების ძალიან სერიოზული დეფიციტია და ამან არ შეიძლება არ იმოქმედოს ფასებზე. კარიმოვმა აღნიშნა, რომ “OPEC +”-ის ქვეყნებს არ შეუძლიათ მოპოვების გაზრდა იმდენად, რამდენადაც საჭიროა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

მისი აზრით, ამას რამდენიმე ფაქტორი გააჩნია. პირველ რიგში, ეს არის ცალმხრივი სანქციები, რომლებიც დაწესებული იყო რიგ ქვეყნებზე. მეორე და მთავარი –  ინვესტიციის ნაკლებობა ინდუსტრიაში.

Leave a Reply