ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანიის BP-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნარდ ლონი პროგნოზირებს, რომ ნავთობი და გაზი, გლობალური ენერგეტიკული სისტემის ნაწილი კიდევ მრავალი წლის და ათწლეულების განმავლობაში იქნება. ამის შესახებ გამოცემა CNBC წერს.
ბერნარდ ლონიმ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა ყურადღება მავნე გამონაბოლქვის შემცირებაზე გაამახვილონ და არა იდეოლოგიურ პოზიციებზე. ის ასევე საჭიროდ მიიჩნევს მომხმარებლისთვის საწვავის გაძვირების პრევენციას.
”შეიძლება არ იყოს პოპულარული იმის თქმა, რომ ნავთობი და გაზი დარჩება ქსელში მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ ეს რეალობაა”, – განაცხადა ლონიმ აბუ დაბიში ADIPEC ენერგეტიკული ინდუსტრიის ფორუმზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნავთობისა და გაზის მიწოდების მკვეთრი შემცირება არ უნდა მოხდეს, ვინაიდან ეს სამომხმარებლო ფასების ფეთქებად ზრდას გამოიწვევს.
შეგახსენებთ, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას 2050 წლისთვის პროგნოზირებს. მათი აზრით, ამ პერიოდისათვის პლანეტის გლობალური დამოკიდებულება ნავთობზე მთლიანად გაქრება.
წყარო: report.ge