ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

IEA მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას ვარაუდობს

საერთაშორისო ენერგეტიკულმა  სააგენტომ (IEA) თითქმის უცვლელი დატოვა პროგნოზები 2021-2022 წლებში ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილებასთან დაკავშირებით: მიმდინარე წელს კვლავ ივარაუდება მისი ზრდა 5,5 მილიონი ბარელით/დღეში, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზი გაზრდილია 0,1 მილიონი ბარელით 3,4 მილიონ ბარელამდე/დღეში. სააგენტოს ნოემბრის თვის ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება იზრდება ბენზინის აქტიურ მოხმარებასთან და საერთაშორისო მოგზაურობის ზრდასთან დაკავშირებით, ვინაიდან სულ უფრო მეტი ქვეყანა ხსნის საზღვრებს. თუმცა, ევროპაში COVID-ის ახალი ტალღები, სამრეწველო აქტივობის შესუსტება და ნავთობზე მაღალი ფასები შეაკავებს მოთხოვნილების ზრდას, რის შედეგად ჩვენი პროგნოზი ნავთობზე მოთხოვნილების ზრდასთან დაკავშირებით თითქმის უცვლელია გასული თვის ანგარიშთან შედარებით, შეადგენს 2021 წელს 5,5 მილიონ ბარელს/დღეში და 2022 წელს 3,4 მილიონ ბარელს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ნოემბრის თვის პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილება შეადგენს 96,28 მლნ ბარელს/დღეში, მაშინ როცა 2020 წელს ის შეადგენდა 90,79 მლნ ბარელს/დღეში.

IEA-მა ასევე გაზარდა 2021 წელს ნავთობის მოპოვების ზრდის პროგნოზი იმ ქვეყნების მიერ, რომლების არ შედიან “OPEC +” ალიანსში, ახლა ის ივარაუდება  480 ათასი ბარელის ფარგლებში დღე-ღამეში. ოქტომბრის თვის ანგარიშში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 390 ათას ბარელს/დღეში.

Leave a Reply