Tag Archives: #ნავთობკომპანიები

როსნეფტის სუფთა მოგება 79.1%-ით შემცირდა

როსნეფტის სუფთა მოგება 2020 წელს 79.1%-ით შემცირდა და შეადგინა 147 მილიარდი რუბლი. ამის ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. კომპანიის შემოსავალი შემცირდა 33,6%-ით და შეადგინა 5,757 ტრილიონი რუბლი, რაზეც გავლენა მოახდინა ნავთობის მსოფლიო ფასების დაცემამ, ნავთობის მოპოვებისა და გაყიდვების მოცულობის შემცირებამ, რაც უკავშირდება “OPEC +”-ის შეთანხმების ფარგლებში შეზღუდვებს, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე  COVID-19 პანდემიის გამო მოთხოვნილების შემცირებას. კაპიტალდაბანდებებმა შეადგინა 785 მილიარდი რუბლი (10.8 მილიარდი დოლარი), რაც ...

Read More »

საქართველოში საწვავი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება – რა არის მიზეზი?

იანვრის შემდეგ საქართველოში საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა და მომდევნო ორ კვირაში ფასი კიდევ 10-12 თეთრით მოიმატებს. მთავარი მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდაა, რაც რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის, ვაქცინაციის დაწყებით და ამის შესახებ ქვეყნების მთავრობების მიერ გაკეთებული განცხადებებით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნით, რამაც საწვავზე მოთხოვნა გაზარდა. შედეგად, თვენახევარში “პლაცზე” დიზელი 90 დოლარით გაძვირდა. ტონა საწვავი 510 ...

Read More »
დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

2021 წელს ნავთობის ფასი 45-60 დოლარის დიაპაზონში იქნება

ნავთობის საშუალო ფასები 2021 წელს იქნება 45-60 დოლარის ფარგლებში ბარელზე, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა. მან აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არასტაბილურობა იყო. ეს ნიშნავს, რომ ბაზარი დაბალანსებულია, ხოლო ფასები შეესაბამება ბაზარზე არსებულ ვითარებას, –  თქვა მან. ნოვაკმა აღნიშნა, რომ ბაზარი აღდგა, მაგრამ ნაწილობრივ. ”ბაზრის ყველაზე ძლიერი ვარდნიდან, რომელიც მოხდა აპრილ-მაისის პერიოდში, 2020 წლის ბოლომდე ბაზარი ნაწილობრივ აღდსგა. თუ ნავთობზე ვისაუბრებთ, ...

Read More »

IEA 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზს ამცირებს

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ შეამცირა 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი 200 ათასი ბარელით დღე/ღამეში. ნათქვამია სააგენტოს თებერვლის თვის ანგარიშში. IEA-ის ექსპერტთა აზრით, 2021 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება გაიზრდება 5,4 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 96,4 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. ამრიგად, მოთხოვნილება აღდაგენს ტავისი მოცულობის დაახლოებით 60 პროცენტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგა. ივარაუდება, რომ წლის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დრო იქნება მოთხოვნის ზრდისათვის, მაშინ როცა პირველ კვარტალში მსოფლიო მოთხოვნილება ერთი მილიონი ბარელით შემცირდება დღე/ღამეში. ...

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,17  ევროს/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში . ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,78  ევროს, დიზელის საწვავი – 1,45 ...

Read More »

ოპეკმა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

ოპეკმა შეამცირა 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი 0,1 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 5,8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ანგარიშში.  ამრიგად, ორგანიზაციის ვარაუდით,  2021 წელს მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა შეადგენს 96,05 მილიონ ბარელს/დღე-ღამეში. შემცირების მიზეზი გახდა სატრანსპორტო სექტორის მოსალოდნელზე ნელი აღდგენა, რომელზე მოთხოვნილების პროგნოზცი 2021 წლის პირველ ნახევარში შეცვლილ იქნა. მასზე ასევე გავლენა იქონია ვაქცინაციის ნელმ ტემპმა. ამავდროულად, OPEC–მა უმნიშვნელოდ გაზარდა 2020 წელს ...

Read More »

საქართველოში ნავთობის მოპოვება 3-წლიან მინიმუმზეა

საქართველოში ნავთობის მოპოვება 2017 წლის შემდეგ მინიმალურ მაჩვენებელზეა. 2020 წელს საქართველოში ქვეყანაში 29.7 ათასი ტონა ნავთობი მოიპოვეს, 2019 წელთან შედარებით კლება 2.3 მლნ ტონაა. მოპოვებული ნავთობიდან ინვესტორების წილი 17.3 ათასი ტონაა, სახელმწიფოს წილმა კი, 12.4 ათასი ტონა შეადგინა. 2009-2020 წლებში საქართველოში ყველაზე მეტი ნავთობი 2009 წელს მოიპოვეს – 57.6 ათასი ტონა. მაშინ ინვესტორების წილი 33.4 ათასს შეადგენდა. ნავთობის მოპოვების მეორე ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

იმპორტიორები გაზაფხულიდან საწვავის მორიგ გაძვირებას ელიან

საქართველოში საწვავის ფასი ზრდის ტენდენციას განაგრძობს. კერძო სექტორი გაზაფხულისთვის პროდუქტის დაახლოებით კიდევ 10 თეთრით გაძვირების მოლოდინშია. როგორც ირკვევა, ფასების მატება პირდაპირ აისახება იმ ბიზნესებზეც, რომელებიც დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ, მათ შორის არიან როგორც იმპორტიორი კომპანიები, ასევე ადგილობრივი მწარმოებლებიც.  აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბირჟებზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე $61-ს უკვე გადააჭარბა და ის ფაქტობრივად პანდემიამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. ფასის ამგვარ ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

რა ღირს საწვავი საქართველოში

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი გაძვირდა. კერძოდ, ბოლო 3 კვირის პერიოდში საწვავის ფასი საშუალოდ 7-10 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. დღეის მდგომარეობით, Brent-ის ტიპის საწვავი ბარელი 61,15 დოლარი ღირს, WTI მარკის კი – 58,36 დოლარია. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ 2 კვირის პერიოდში ნავთობზე ფასებმა ბოლო 12 თვის მაქსიმუმსაც მიაღწია. დღეის მდგომარეობით ცალკეულ სადგურებში ღირებულება ასეთია: „გალფის“ ავტოგასამართ ...

Read More »

აშშ-ს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მოლოდინმა ნავთობის ფასი პანდემიამდელ ნიშნულს მიუახლოვა

პირველად 2020 წლის იანვრის შემდეგ, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 60 დოლარიან ნიშნულს გადააბიჯა. ორშაბათის ვაჭრობაზე ლონდონის ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 60.10 დოლარს მიაღწია. ბოლოს 60 დოლარზე მეტი ნავთობი 2020 წლის 29 იანვარს, პანდემიის დაწყებამდე ღირდა. დასავლეთ ტეხასური ნავთობის WTI-ის ფიუჩერსების ფასი კი, 1.19%-ით გაიზარდა და $57,53 დოლარს მიაღწია. ნავთობის ფასის ზრდა OPEC +-ის განცხადებამ და ბაიდენის მიერ დაანონსებულმა ამერიკის ...

Read More »