დოლარის გაუფასურების ფონზე ნავთობი გაძვირდა

2021 წელს ნავთობის ფასი 45-60 დოლარის დიაპაზონში იქნება

ნავთობის საშუალო ფასები 2021 წელს იქნება 45-60 დოლარის ფარგლებში ბარელზე, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა.

მან აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არასტაბილურობა იყო. ეს ნიშნავს, რომ ბაზარი დაბალანსებულია, ხოლო ფასები შეესაბამება ბაზარზე არსებულ ვითარებას, –  თქვა მან.

ნოვაკმა აღნიშნა, რომ ბაზარი აღდგა, მაგრამ ნაწილობრივ. ”ბაზრის ყველაზე ძლიერი ვარდნიდან, რომელიც მოხდა აპრილ-მაისის პერიოდში, 2020 წლის ბოლომდე ბაზარი ნაწილობრივ აღდსგა. თუ ნავთობზე ვისაუბრებთ, მაგალითად, ჩვენ ვნახეთ მოთხოვნის დაახლოებით 20-25%-ით ვარდნა შეზღუდვითი ზომების შედეგად, რომლებიც გაატარა ბევრი ქვეყნის ხელისუფლებამ კოვიდის გაუვრცელებლობისთვის, წლის ბოლოს ბაზარი აღდსგა და მისმა დაცემამ შეადგინა დაახლოებით 8-9%”, – აღნიშნა  მან.

Leave a Reply