ოპეკმა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

ოპეკმა შეამცირა 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი 0,1 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 5,8 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ანგარიშში.

 ამრიგად, ორგანიზაციის ვარაუდით,  2021 წელს მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე მოთხოვნა შეადგენს 96,05 მილიონ ბარელს/დღე-ღამეში.

შემცირების მიზეზი გახდა სატრანსპორტო სექტორის მოსალოდნელზე ნელი აღდგენა, რომელზე მოთხოვნილების პროგნოზცი 2021 წლის პირველ ნახევარში შეცვლილ იქნა. მასზე ასევე გავლენა იქონია ვაქცინაციის ნელმ ტემპმა.

ამავდროულად, OPEC–მა უმნიშვნელოდ გაზარდა 2020 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების შეფასება. ორგანიზაციის აზრით, ეს მაჩვენებელი შემცირდა 9,72 მილიონი ბარელით/დღეში, 90,26 მილიონამდე.

Leave a Reply