როსნეფტის სუფთა მოგება 79.1%-ით შემცირდა

როსნეფტის სუფთა მოგება 2020 წელს 79.1%-ით შემცირდა და შეადგინა 147 მილიარდი რუბლი. ამის ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კომპანიის შემოსავალი შემცირდა 33,6%-ით და შეადგინა 5,757 ტრილიონი რუბლი, რაზეც გავლენა მოახდინა ნავთობის მსოფლიო ფასების დაცემამ, ნავთობის მოპოვებისა და გაყიდვების მოცულობის შემცირებამ, რაც უკავშირდება “OPEC +”-ის შეთანხმების ფარგლებში შეზღუდვებს, აგრეთვე მსოფლიო ბაზარზე  COVID-19 პანდემიის გამო მოთხოვნილების შემცირებას.

კაპიტალდაბანდებებმა შეადგინა 785 მილიარდი რუბლი (10.8 მილიარდი დოლარი), რაც 8.1%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

როსნეფტი რუსეთის სანავთობო ინდუსტრიის ლიდერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობისა და გაზის კომპანიაა.

Leave a Reply