IEA 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზს ამცირებს

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ შეამცირა 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი 200 ათასი ბარელით დღე/ღამეში. ნათქვამია სააგენტოს თებერვლის თვის ანგარიშში.

IEA-ის ექსპერტთა აზრით, 2021 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება გაიზრდება 5,4 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 96,4 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. ამრიგად, მოთხოვნილება აღდაგენს ტავისი მოცულობის დაახლოებით 60 პროცენტს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგა.

ივარაუდება, რომ წლის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დრო იქნება მოთხოვნის ზრდისათვის, მაშინ როცა პირველ კვარტალში მსოფლიო მოთხოვნილება ერთი მილიონი ბარელით შემცირდება დღე/ღამეში.

“2021 წლის დასაწყისში სანავთობო ბაზარზე ბალანსის ცვლილება მყიფე იქნება, რადგან COVID-19-ის გავრცელების შემაჩერებელი ზომები მნიშვნელოვან გავლენას  ახდენენ ნავთობზე მოთხოვნილების აღდგენაზე მოკლევადიან პერსპექტივაში.”- ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

Leave a Reply