Tag Archives: #ნავთობი

ბორელი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისთვის შეხვედრას მომავალ კვირას დანიშნავს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსის, ჯოზეფ ბორელის თქმით, 7-8 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტონ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების საკითხი. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნები ვერ შეთანხმდებიან, შეხვედრა მომავალ კვირასაც გაიმართება. ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკომისია რუსულ ნავთობზე დაგეგმილ ემბარგოში ცვლილებებს შეიტანს, რათა ახალი პირობები უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთისთვის მისაღები აღმოჩნდეს. ბორელის თქმით, მას სჯერა, რომ საერთო კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია, “ვინაიდან ...

Read More »
აზერბაიჯანი რუსეთიდან გაზს შეისყიდის

კრემლის „უსისხლო ომი“ ევროპაში: რა პოტენციალი აქვს აზერბაიჯანს რუსული გაზის ჩანაცვლების და საქართველოს ინტერესები

ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსეთისთვის უკრაინაში ომის გაჩაღების საპასუხოდ დაწესებული უპრეცედენტო სანქციების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლი, მათ შორის, რუსული გაზზე დამოკიდებული ევროპული ქვეყნების დაშანტაჟებას შეუდგა, – სწორედ ამგვარად აღიქვამენ ევროკავშირში ჯერ გაზის „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ მხოლოდ რუბლში მიყიდვის გადაწყვეტილებას, შემდეგ კი ამ რესურსის ბულგარეთისა და პოლონეთისთვის მიწოდების შეწყვეტას. საქმე იმაშია, რომ სადღეისოდ ევროკავშირის მოხმარების დაახლოებით 40% მოიცავს რუსულ გაზს, თუმცა ეს ...

Read More »

„მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“ – დუმის დეპუტატი ევროკავშირს

„ევროკავშირს მალე მოუწევს ნავთობის გადახდა რუბლით“, – ამის შესახებ დუმის დეპუტატმა ვიაჩესლავ ნიკონოვიმ განაცხადა. „ევროპული ქვეყნები დიდხანს ვერ იტყვიან უარს რუსული ნავთობის იმპორტზე.  ევროპელების გადაწყვეტილება მხოლოდ ენერგიის გაძვირებას გამოიწვევს. მჯერა, რომ ახლა უნგრეთი და სლოვაკეთი გახდებიან ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები ევროპაში. ეჭვი მაქვს, რომ მალე ნავთობის გადახდაც მოგიწევთ რუბლებში“, – განაცხადა ვიაჩესლავ ნიკონოვიმ. როგორც ნიკონოვმა აღნიშნა, ევროკავშირი დიდხანს ვერ დათმობს რუსულ ნავთობს. ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 4 მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  110.14  (+  5.17)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.81  (+  5.40)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს

იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს – ქვეყანას ენერგორესურსები შეზღუდული აქვს, ამიტომ მას გაუჭირდება დაუყოვნებლივ მიჰბაძოს ევროკავშირის მაგალითს. ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კოორდინირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეზღუდონ ენერგორესურსების იმპორტი რუსეთიდან. მინისტრმა დასძინა, რომ იაპონია მზადაა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები G7-ის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინადადების შემდეგ. ...

Read More »

ევროპაში ამერიკული ნავთობის ექსპორტმა 6-წლიან უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია

ამერიკიდან ევროპაში ნედლი ნავთობის ექსპორტმა აპრილში 6-წლიან მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც 2016 წელს აშშ-მა ნედლი ნავთობის ექსპორტი დაუშვა. ამის შესახებ Bloomberg-ის მიერ შესწავლილ გემების მოძრაობის მონაცემებში წერია. სააგენტოს შეფასებით, ამერიკელმა ნავთობმწარმოებლებმა ტეხასისა და ლუიზიანას მსხვილი ტერმინალებიდან ევროპელ მყიდველებს, თითქმის, 50 მილიონი ბარელი ნავთობი გაუგზავნეს. ეს მთლიანი მოცულობის, თითქმის, ნახევარია, რაც აშშ-ს მთავარი საექსპორტო ჰაბიდან, მექსიკის ყურედან საზღვარგარეთ იგზავება. Bloomberg-ის ...

Read More »

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მონაცემებისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნაზე მუშაობს

არსებული გეოლოგიური, გეოფიზიკური მასალების, ჭაბურღილების ტექნიკური მონაცემების ელექტრონული ვერსიების  საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო საგენტოდან აცნობეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული პროცესი ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება და შედეგად მივიღებთ ერთგვარ საინფორმაციო ჰაბის. მასალების პროგრამული დამუშავების კვალდაკვალ გაადვილდება ქვეყნის ტერიტორიის ნავთობგაზიანობის პერსპექტივების შეფასება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნათა ...

Read More »

ევროპარლამენტარი: “2021 წელთან შედარებით, რუსეთს ენერგორესურსებში სამჯერ მეტს ვუხდით

გადავამოწმე, გამეგო რა თანხას ვაძლევთ ენერგორესურსების მოხმარებით რუსეთს. ომი დაწყებიდან დღემდე ანუ ამ ორ თვეში გადამხდელთა სიაში პირველ ადგილზეა რა თქმა უნდა გერმანია, მეორე იტალია, მესამე თურქეთი და მეოთხე ნიდერლანდებია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იაკ მადისონმა განაცხადა. „ევროპელები სამჯერ მეტს ვიხდით ანუ მეტად ვაფინანსებთ წელს, ვიდრე ზუსტად ამ დროს 2021-ში. ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ევრო შედის რუსეთში ევროპიდან. ამ ფულით რუსეთი აწარმოებს ...

Read More »

რუსული ნავთობის ფასი ეცემა

აპრილში Urals მარკის ნავთობზე, ბარელზე ფასი $79,8 -დან  $70,5-მდე დაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსულ ნავთობზე 15 მარტიდან 14 აპრილამდე საშუალო ფასი ბარელზე $79,81-ის ფარგლებში დაფიქსირდა. მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი “საწვავის და ენერგეტიკის კომპლექსის ცენტრალური დისპეტჩერიზაციის დეპარტამენტმა” შეწყვიტა ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება განუსაზღვრელი ვადით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გაჩნდა პირველი ...

Read More »

ენერგომატარებლები 50%-ით გაძვირდება

რუსეთ-უკრაინის ომმა მთელს მსოფლიოში ინფლაციური პროცესები დააჩქარა, განსაკუთრებით სწრაფად ფასები ენერგომატარებლებზე გაიზარდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს ენერგორესურსების ღირებულება საშუალოდ 50%-ით გაიზრდება. ნავთობის ფასი ომამდე $80-ს შეადგენდა, დღეს 38%-ით – $110-მდეა გაზრდილი, რაც 8–წლიანი რეკორდია, მარტში 14 წლიანი რეკორდიც დაფიქსირდა და 1 ბარელის ღირებულებამ $130-ს გადააჭარბა. ზოგად არასტაბილურ ფონს, ის ფაქტიც ემატება, რომ რუსეთი ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია. რუსეთი დღიურად ...

Read More »