Tag Archives: #ევროპა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, გერმანიამ შესაძლოა, ჩრდილოეთ ნაკადი 2 შეაჩეროს

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ინტერვენციის შემთხვევაში, გერმანიამ შესაძლოა, რომ ერთ-ერთი უდიდესი მილსადენის, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი შეაჩეროს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიანიშნა, რომ რუსულ აგრესიაზე ბერლინის პასუხი შესაძლოა, ჩრდილოეთ ნაკადი 2 მილსადენის შეჩერებასაც მოიცავდეს. ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მილსადენის შესახებ კითხვაზე, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება და გერმანიის მიერ ამისთვის ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

მოლდოვამ გაზრდილი ფასით დაიწყო რუსული გაზის საფასურის გადახდა

მოლდოვის მთავარი გაზგამანაწილებელი კომპანია „მოლდოვაგაზი“ აცხადებს, რომ მან ძველი ფასით გაისტუმრა დეკემბერში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანება რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“, მაგრამ ახალი წლიდან რუსული გაზის შეძენა ახალი, გაზრდილი ფასით მოუწევს. მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ, 13 იანვარს განაცხადა, რომ დეკემბრიდან ათასი კუბური მეტრი გაზის საფასური 550 ამერიკული დოლარიდან 647 დოლარამდე გაიზარდა, რაც დამატებით პრობლემას შეუქმნის ეკონომიკურად უღარიბეს ...

Read More »

ევროპული ქვეყნები შეშფოთებულნი არიან, რომ მკაცრი სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთმა, შესაძლოა, გაზის მიწოდება შეწყვიტოს

ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს შეშფოთება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებთ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის განხეთქილების რისკს ზრდის იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზული უნდა იყოს ასეთი სანქციები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, დასავლელი მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან ომის თავიდან აცილების სურვილში და ოფიციალურ მოსკოვს აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მას მასშტაბური ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში გაზის ფასი 1000 დოლარს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები სავაჭრო დღის გახსნისას შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე 1 000  აშშ დოლარამდე დაეცა. გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1 034 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, მოგვიანებით 965 დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელის გამო ბუნებრივი აირის ფასი ...

Read More »

“რუსეთი ევროპას დასცინის”

რეკორდულად მაღალი ფასები გაზზე და ელექტროენერგიაზე, საწვავის დეფიციტი ბრიტანეთის ავტოგასამართ სადგურებზე, ელექტროენერგიის განრიგით გათიშვები ჩინეთში – 2021 წლის შემოდგომამ მსოფლიოში მწვავე ენერგოკრიზისმა ყველანაირ ენერგომატარებლებზე – ნახშირზე,ბუნებრივ აირზე, ნავთობზე – ფასების ზრდა გამოიწვია. ამის შედეგები თითქმის ყველამ იგრძნო. ევროპის მთავრობები ენერგომატარებლების რეკორდული გაძვირების გამო მწვავე კრიტიკის ობიექტები აღმოჩნდნენ, საწარმოების ნაწილს სამუშაოს შემცირება ან დროებით დახურვა მოუწვია. მოსკოვი ბოროტად ხითხითებდა, როდესაც ევროპა ...

Read More »

“2022 წელს ფასები ენერგომატარებლებზე ევროპაში მაღალი დარჩება”

2021 წელს სიცივისა და უქარო ამინდის ფონზე ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა, რასაც რუსეთის მიერ ექსპოტის შემცირებაც დაემატა. ანალიტიკოსების აზრით ცისფერი საწვავი უახლოეს თვეებში ძვირი დარჩება, რადგან გაზის მილსადენის ბოლომდე ჩანაცვლების შესაძლებლობა ამ დროისთვის არ არსებობს. ევროპაში გათბობის სეზონი აპრილის შუა რიცხვამდე გრძელდება და თუ ცივი და უქარო ამინდი შენარჩუნდება და „ტოქსიკური“ წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის დეფიციტის ფონზე, მოთხოვნა გაზზე გაიზრდება და ...

Read More »

ევროპას ელექტროენერგია 2021 წელს რეკორდულად ძვირი დაუჯდა

ევროპას არასოდეს გადაუხდია ელექტროენერგიისთვის იმდენი, რამდენიც 2021 წელს გადაიხადა. ელექტროენერგიის მიწოდების საშუალო ღირებულება 200%-იანი ზრდით წელიწადს რეკორდულ დონეზე დაასრულებს. ეს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება სკანდინავიის რეგიონს, აქ ხარჯები წინა წელთან შედარებით 470%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს რიგითი მომხმარებლები და მძიმე ინდუსტრიული მწარმოებლები ენერგიის მზარდი გადასახადებით შეხვდებიან. საფრანგეთიდან ესპანეთამდე ლითონების ქარხნები იძულებულნი არიან შეზღუდონ გამოშვება. სასუქების ზოგიერთ ...

Read More »

“გერმანიას უკრაინის გაყინვა არ სურს”

ბოლო პერიოდში, უკრაინასთან მწვავე კონფრონტაციის გამო, ევროკავშირის რუსეთს მკაცრი, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული სანქციებით ემუქრება, თუმცა, ისმის კითხვა – აქვს კი ევროპას დღეს ამის ფუფუნება? ევროკავშირი მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე მსჯელობს, მაგრამ, ზედმეტი კონკრეტიკის გარეშე – ეს იმიტომ ხდება, რომ ამ საკითხზე თავად ევროპელებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება სავაჭრო დღის გახსნისათვის დადგენილ ნიშნულთან შედარებით 9%-ზე მეტით შემცირდა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 134 აშშ დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს ბუნებრივი გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. გაზის ფასის ასეთ მკვეთრ ვარდნას ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ ...

Read More »

ამერიკული დახმარების შედეგად ევროპაში გაზის ფასი ყოველდღიურად იკლებს

მეხუთე დღეა, რაც ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასი ვარდნას განაგრძობს, რაც ბოლო წლის განმავლობაში, ფასების კლების ყველაზე გრძელი პერიოდია. სააგენტო Bloomberg ამის მიზეზად შეერთებული შტატებიდან თხევადი გაზის მიწოდებას ასახელებს, რაც წინა კვირას კიდევ უფრო გაიზარდა. სააგენტო ვარაუდობს, რომ ფასების ზრდის ფონზე ამერიკული დახმერება ევროპაში ენერგეტიკულ კრიზისს შეამსუბუქებს. ბუნებრივი აირის ვირტუალურ სავაჭრო ნიშან TTF-ზე ფასების კლებამ 9,2%-ს მიაღწია. თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავი ...

Read More »