Tag Archives: #ენერგობირჟა

ენერგეტიკულ ბირჟაზე სიმულაციური ვაჭრობა იწყება

საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ დაიწყო მზადება ელექტროენერგიის დღიური ბაზრის გაშვებისათვის. ამ მიზნით, 2023 წლის 13 თებერვლიდან დაიწყება სატესტო ვაჭრობა პლატფორმაზე. ენერგეტიკული ბირჟა კომპანიებს შესაბამის ტრენინგზე იწვევს, სადაც მათ გააცნობს დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მარეგულირებელ ძირითად ნორმებს; დღიურ ბაზარზე ფასწარმოქმნისა და  ფასის შეთავაზების პრინციპებს; დღიური ბაზრის პლატფორმას და მომხმარებლის გზამკვლევს; სიმულაციური ვაჭრობისათვის მომზადების ეტაპებს (განცხადების წარმოდგენა, რეგისტრაცია). ენერგეტიკულმა ბირჟამ მოქმედება 31 მარტიდან უნდა ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს

საკმაოდ ღრმა ანალიზის საფუძველზე მიიღო ქვეყანამ გადაწყვეტილება, რომ ზამთარი არ არის საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რათა ენერგეტიკულმა ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან განმარტა, თუ რატომ ვერ დაიწყო ფუნქციონირება აღნიშნულმა ბირჟამ. „ენერგეტიკული ბირჟის გადავადება მოხდა, თუმცა, ჩვენი სქემა ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ ენერგეტიკული ბირჟა უნდა არსებობდეს, ღია უნდა იყოს, საბაზრო პრინციპებით ...

Read More »

დავით ნარმანია: ბირჟის ამოქმედება ენერგიაზე ფასს გააძვირებდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა და ბირჟის ამოქმედება გეოპოლიტიკური და საფასო რიკების გამო გადავადდა. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის და რეგიონში ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის გამო, ბირჟის ამოქმედება ფასების გაძვირებას ნიშნავდა. ამავდროულად, მისივე თქმით, სისტემა ტექნიკურად ბაზრის გახსნისთვის უკვე მზად არის – როგოც ენერგეტიკული ბირჟის, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემისა და კომერციული ოპერატორის მხრიდან სრული მზადყოფნაა. „მთავრობამ გადაავადა მომავალი წლის მარტამდე ბაზრის ...

Read More »

დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია და პირველ სექტემბერს ამუშავებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ  სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, ბირჟა ექსპლუატაციისთვის მზად არის. „სისტემა ბაზრის გახსნისთვის შესაძლოა ითქვას, რომ მზად არის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარე რისკებს, რომელიც არსებობს და რომელზეც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და ჩვენც მოლოდინის ...

Read More »

სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება, რომელშიც 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება

სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, მომხმარებლები და მიმწოდებლები თავად ივაჭრებენ ელექტროენერგიის ფასზე და არ იქნებიან დამოკიდებული ერთ კონკრეტულ კომპანიაზე. ენერგეტიკული ბაზრის გახსნა საშუალებას მისცემს კომპანიებს, საქმიანობა უფრო იაფი გადაიხადონ. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტში 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება. „თუ ადრე მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო პრო ჯორჯიადან“ ყიდულობდნენ ენერგიას, ბაზრის ...

Read More »

მომავლის ელექტროენერგიის ბაზრები

სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე ენერგეტიკული ბაზრების ეტაპობრივ ტრანსფორმირებასა და, ამ კუთხით, საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმაზე საუბრობს. „საქართველოში ელექტროენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მიმდინარეობს საბითუმო და საცალო ბაზრების გახსნა, ხორციელდება კონკურენციის ხელშემწყობი ღონისძიებები და ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები. ამავდროულად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საპილოტე პროექტების სახით ხდება ელექტროენერგიის ლოკალური, ინოვაციური ბაზრების გამოცდა. ყველა ამ რეფორმის ცენტრში კი მომხმარებელი ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (Association of Power Exchanges – APEx) წევრი გახდა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (Association of Power Exchanges – APEx) წევრი გახდა. APEx არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც შექმნილია ელექტროენერგიის გლობალური კონკურენტუნარიანი ბაზრების ფუნქციონირების პროცესში, იდეების გენერირებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის. APEx-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შესთავაზოს ისეთი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით ხელი შეუწყონ მსოფლიო ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას. ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე ენერგეტიკული ...

Read More »

ენერგეტიკული ბირჟის, სემეკისა და სსე-ის წარმომადგენლების ვიზიტი ნორდ პულის სათაო ოფისში

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ნორდ პულის სათაო ოფისს ეწვივნენ. ნორდ პულის მხრიდან სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდა ნორდ პულის გენერალური დირექტორი ტომ დარელი, ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული გუნდი. ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში დღით ადრე და დღიური ბაზრების გაშვებისთვის საბოლოო დეტალების შეთანხმება და ამავე ბაზრების მუშაობის სპეციფიკის გაცნობა ადგილზე.

Read More »
ენგურჰესის ფინანსური მდგომარეობა

ენგურჰესის როლი ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებაში

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება 2022 წლის პირველ მარტისთვის იგეგმება. ბირჟის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით საინტერესო ენგურჰესის როლია, რომელიც, როგორც ვიცით, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის,  რადგან  წარმოადგენს იაფი ელექტროენერგიის წყაროს. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც წარმოიშვა იმის საშიშროება, რომ დაახლოებით ექვს დღეში სადგური გაჩერდეს. ენგურჰესის გენერალურმი დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, პრობლემა არასაკმარის წყლის რესურსს უკავშირდება და ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2021 წლის ექვსი თვის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის მიერ 2021 წლის პირველი იანვრიდან პირველი ივლისის მდგომარეობით განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას და მიზნად ისახავს სენბის არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას დაინტერსებული პირებისთვის. ანგარიშის სანახავად ეწვიეთ სენბის ვებ გვერდს: https://genex.ge/files/ShowFiles?id=8e505390-34fc-4def-bd30-a0cacec19aac

Read More »