საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (Association of Power Exchanges – APEx) წევრი გახდა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (Association of Power Exchanges – APEx) წევრი გახდა.
✅APEx არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც შექმნილია ელექტროენერგიის გლობალური კონკურენტუნარიანი ბაზრების ფუნქციონირების პროცესში, იდეების გენერირებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის.
APEx-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შესთავაზოს ისეთი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით ხელი შეუწყონ მსოფლიო ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას. ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე ენერგეტიკული ბაზრის წარმომადგენელს.

Leave a Reply