საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ დაიწყო მზადება ელექტროენერგიის დღიური ბაზრის გაშვებისათვის. ამ მიზნით, 2023 წლის 13 თებერვლიდან დაიწყება სატესტო ვაჭრობა პლატფორმაზე.
ენერგეტიკულმა ბირჟამ მოქმედება 31 მარტიდან უნდა დაიწყოს. რეფორმა გასულ წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა რამდენჯერმე გადავადდა.
სენბი – ენერგეტიკული ბირჟა – წარმოადგენს დღით ადრე და დღიური ბაზრების ლიცენზირებულ, ერთადერთ ოპერატორს საქართველოში.
ბირჟაზე საბაზრო ფასს განსაზღვრავს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და მისი მიწოდება. თავის მხრივ, მოთხოვნასა და მიწოდებას განსაზღვრავენ მონაწილეები, რომლებიც ბაზარზე ათავსებენ ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განაცხადებს. მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდეთ მოტივაცია და შესაძლებლობა, მოახდინონ ზემოქმედება საბაზრო ფასზე, ელექტროენერგიის ყიდვისა თუ გაყიდვის შეთავაზებების ცვლილების გზით, გაავრცელონ შეცდომაში შემყვანი სიგნალები და ა.შ.
წყარო: gbc.ge