სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება, რომელშიც 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება

სექტემბრიდან საქართველოში ახალი ენერგეტიკული ბაზარი გაიხსნება.

პროექტის ფარგლებში, მომხმარებლები და მიმწოდებლები თავად ივაჭრებენ ელექტროენერგიის ფასზე და არ იქნებიან დამოკიდებული ერთ კონკრეტულ კომპანიაზე. ენერგეტიკული ბაზრის გახსნა საშუალებას მისცემს კომპანიებს, საქმიანობა უფრო იაფი გადაიხადონ.

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტში 22 მსხვილი კომპანია ჩაერთვება.

„თუ ადრე მომხმარებლები „თელასიდან“ და „ენერგო პრო ჯორჯიადან“ ყიდულობდნენ ენერგიას, ბაზრის გახსნის შემდეგ, ეს 22 კომპანია ბაზარზე გაყიდის ენერგიას. მათ შეეძლებათ, წინა დღეს დადონ განაცხადი მომდევნო დღეს ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, თვითონ ბაზარზე იქნებიან ენერგიის მიმწოდებლები, მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე სწორედ საბაზრო ფასი ჩამოყალიბდება. ცოტა მოგვიანებით ჩაერთვება დღის შიგნით ბაზარი, როდესაც საათობრივადაც შეძლებენ ეს კომპანიები ბაზარზე ენერგია იყიდონ“, – განაცხადა ნარმანიამ.

Leave a Reply