Tag Archives: #ბირთვული

„ჩერნობილის დატყვევებული თანამშრომლები ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის გამო, დავალებებს ვერ ასრულებენ“

ჩერნობილი ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობის გამო, გარკვეულ დავალებებს ვერ ასრულებენ, – ამის შესახებ გაეროს ბირთვულმა დამკვირვებელმა განაცხადა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დატყვევებული თანამშრომლები თითქმის სამი კვირის განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობენ. შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 24 თებერვალს დაიკავეს. მოგვიანებით ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებიდან დისტანციური კავშირი დაკარგა. გარდა ამისა, ატომურ ...

Read More »

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს, – ამის შესახებ „ენერგოტომის“ პრესსამსახური იტყობინება. კომპანიის ცნობით, აფეთქება ატომური ელექტროსადგურის ადგილზე მოხდა. აფეთქების დროს სადგურის თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს. „ფაშისტმა სულელებმა საბრძოლო მასალის ნაწილი ააფეთქეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადგილზე სასწავლო ცენტრისა და No1 ელექტროსადგურის ნანგრევებთან. ისინი აპირებენ გააგრძელონ აფეთქებები ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. აფეთქებების შედეგად პერსონალმა სამსახური დატოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეიცვალა ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრება ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანი 15 მარტს მოსკოვში გაემგზავრება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად, იტყობინება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების განახლებას საფრთხე ექმნება რუსეთის მოთხოვნების გამო, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა მაშინ, როცა მოსკოვს ფართო მასშტაბის სანქციები დაუწესდა უკრაინაში შეჭრის გამო. 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების განახლების ...

Read More »

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება განახლდა

უკრაინის ეროვნულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ „უკრენერგომ“ დაასრულა სარემონტო სამუშაოები და განაახლა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დენით მომარაგება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „უკრენერგოს“ ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სპეციალისტებმა დაასრულეს სარემონტო სამუშაოები და აღადგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და ქალაქ სლავუტიჩზე.  

Read More »

რუსეთის ბირთვული საწვავის მომავალი გაურკვეველია

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროპის ენერგეტიკული მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. სლოვაკეთმა, რომელიც სრულადაა დამოკიდებული TVEL-ის მიერ შემუშავებულ რუსულ ბირთვულ საწვავზე, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, მიმწოდებლის ალტერნატივის ძიება დაიწყო. ამ მხრივ ერთადერთი ეფექტიანი შემცვლელი ამერიკული Westinghouse-ი უნდა იყოს, რომელიც, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის აზრით, საკმაოდ ძვირია. ალტერნატიული მიმწოდებლის მოძიების შესახებ დისკუსია გასულ კვირას დაიწყო, როდესაც ბირთვული საწვავით დატვირთული რუსული თვითმფრინავი, მიუხედავად მათთვის დაკეტილი საჰაერო ...

Read More »

ჩერნობილში ერთი მონაკვეთი ამ დრომდე გარემონტდა, თუმცა ელექტრომომარაგება არ აღუდგენიათ

რუსი ოკუპანტების მიერ დაზიანებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტრო ქსელს ტექნიკოსები არემონტებენ. ამის შესახებ ატომური ელექტროსადგურის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა. ერთი მონაკვეთი ამ დრომდე გარემონტდა. თუმცა ელექტრომომარაგება არ აღუდგენიათ. ეს მიუთითებს ქსელის დაზიანებაზე სხვაგან. „სარემონტო სამუშაოები გაგრძელდება, მიუხედავად ატომური ელექტროსადგურის მიღმა არსებული ვითარებისა“, – განაცხადა გროსიმ.

Read More »

„ისინი აგრძელებენ მუშაობას იარაღის ლულის ქვეშ“ – რა მდგომარეობაა ახლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინული კომპანიის ცნობით, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განიხილავენ გეგმებს, რომ მის მიერ წარმოებული ელექტროენერგია ყირიმში და დონბასის ოკუპირებულ ნაწილზე მიმართონ. რუსი დამპყრობლების გეგმებთან დაკავშირებით ​Energoatom-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, პეტრო კოტინი საუბრობს. იგი ჰყვება, რას ითხოვენ რუსული ძალები თანამშრომლებისგან. პეტრო კოტინის თქმით, ამ დროისთვის რუსებს ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგური როსტოვის საკუთრებად აქვთ გამოცხადებული და მათი მიზანია, რომ ყველა ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაიგდონ. „დღეის ...

Read More »

რას ნიშნავს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის ელექტროენერგიის გათიშვა

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და ჩერნობილის აკრძალული ზონის სხვა ობიექტები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რუსი სამხედროები მწყობრიდან გამოსულ ბირთვულ ობიექტს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში დაესხნენ თავს, მძიმე ბრძოლის შემდეგ აიღეს და დაატყვევეს სადგურის დაახლოებით 210 თანამშრომელი. ახლა, როდესაც სადგური მთლიანად გათიშულია ელექტროსისტემიდან, სადგურის გაციების ავზში არსებული დაახლოებით 20 000 ერთეული გახარჯული ბირთვული საწვავი გაგრილებას ვეღარ მიიღებს. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ამან შეიძლება გაზარდოს ...

Read More »

რაში სჭირდება რუსეთს ჩერნობილზე კონტროლი

ცოტა რამ არის ისეთი საყურადღებო, როგორიც ეს ჩერნობილია — 1986 წლის მომაკვდინებელი ბირთვული კატასტროფის ადგილი. შესაბამისად, შეშფოთება გამოიწვია რუსეთის მიერ ჩერნობილზე შეტევამაც. ჩნდება შეკითხვა, რატომ არის ჩერნობილი რუსების ერთ-ერთი პირველი სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ სრული პასუხი შესაძლოა მხოლოდ მოსკოვის მაღალჩინოსნებმა იცოდნენ, აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის დედაქალაქის — კიევისკენ მიმავალი ერთ-ერთ ყველაზე პირდაპირი გზაა. “ეს ლოკაცია მნიშვნელოვანია იმის გამო, თუ სად ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ რუსების მიერ დაპყრობილ ზაპოროჟიის აეს–თან კავშირი დაკარგა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის (აეს) შემდეგ ზაპოროჟიის აეს–თანაც დაკარგა კავშირი, რომელიც ასევე რუსეთის საოკუპაციო ჯარების ხელშია. ამის შესახებ RBC-Ukraine ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს. საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია კავშირის დაკარგვით, ვინაიდან ობიექტზე ბევრია გადამუშავებული და ახალი საწვავი და ბირთვული მასალები. მონაცემთა მიწოდების შეწყვეტის მიზეზები დაუდგენელია. წყარო: “კომერსანტი”

Read More »