რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალები ააფეთქეს, – ამის შესახებ „ენერგოტომის“ პრესსამსახური იტყობინება.
კომპანიის ცნობით, აფეთქება ატომური ელექტროსადგურის ადგილზე მოხდა. აფეთქების დროს სადგურის თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს.
„ფაშისტმა სულელებმა საბრძოლო მასალის ნაწილი ააფეთქეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ადგილზე სასწავლო ცენტრისა და No1 ელექტროსადგურის ნანგრევებთან. ისინი აპირებენ გააგრძელონ აფეთქებები ევროპის უდიდეს ბირთვულ ობიექტზე. აფეთქებების შედეგად პერსონალმა სამსახური დატოვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეიცვალა თუ არა რადიაციული ფონი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აფეთქებების შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.