„ისინი აგრძელებენ მუშაობას იარაღის ლულის ქვეშ“ – რა მდგომარეობაა ახლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

უკრაინული კომპანიის ცნობით, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განიხილავენ გეგმებს, რომ მის მიერ წარმოებული ელექტროენერგია ყირიმში და დონბასის ოკუპირებულ ნაწილზე მიმართონ.

რუსი დამპყრობლების გეგმებთან დაკავშირებით ​Energoatom-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, პეტრო კოტინი საუბრობს. იგი ჰყვება, რას ითხოვენ რუსული ძალები თანამშრომლებისგან.

პეტრო კოტინის თქმით, ამ დროისთვის რუსებს ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგური როსტოვის საკუთრებად აქვთ გამოცხადებული და მათი მიზანია, რომ ყველა ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაიგდონ.

„დღეის მდგომარეობით, სადგურზე ე.წ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მივიდნენ და ხელმძღვანელობა წაართვეს. მათ ელექტროსადგურის მენეჯმენტს უთხრეს, რომ ის ახლა არის როსტოვის სადგური და ის აღარ ეკუთვნის უკრაინას. ოკუპანტები ამბობენ, რომ რუსები აქ დიდი ხანია ჩამოვიდნენ, ამიტომ ატომური ელექტროსადგური უნდა მუშაობდეს როსტოვის დადგენილებით.

ყველას ეუბნებიან ამ სისულელეს, რომ ეს არის რუსეთის, რომ ეს არის როსტოვის. თანამშრომლებს ესმით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტი. თუ ისინი დატოვებენ ადგილს, შესაძლოა, ბირთვული კატასტროფა მოხდეს. ამიტომ ისინი აგრძელებენ მუშაობას იარაღის ლულის ქვეშ“,- ამბობს პეტრო კოტინი.

Leave a Reply