Tag Archives: #აშშ

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.53 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1.53 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 423.867 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა  7.22 მილიონი ბარელით  და შეადგინა  219.999 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 3,14 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  133.586 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,3 ...

Read More »

ზელენსკიმ მოუწოდა კონგრესმენებს გააგრძელონ ზეწოლა Nord Stream 2-ზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ს კონგრესის დელეგატებთან შეხვედრისას, მოუწოდა მათ გააგრძელონ სანქციების მეშვეობით ზეწოლის განხორციელება რუსეთის ფედერაციაზე, Nord Stream 2 გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სენატორები ლინდსი გრეჰემი, ჯონ ბარასო, ტომი ტაბერვილი, ბენ სესი და წარმომადგენელთა პალატის წევრი უილიამ ტიმონსი მონაწილეობას იღებდენნე ზელენსკისთან შეხვედრაში. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ პოლიტიკოსებს ჩრდილოეთის ნაკად 2-თან მიმართებაში ...

Read More »
ამერიკელებმა ბენზინის გაიაფებით 115 მილიარდი დოლარი დაზოგეს

კალიფორნიაში საწვავის ფასებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ამერიკის კალიფორნიის შტატის მძღოლები იძულებულნი იქნებიან გადაიხადონ რეკორდული ფასები საწვავში – იუწყება Fox Business. მათი ინფორმაციით, ერთი გალონის (დაახლოებით 4.5 ლიტრი) ბენზინის ღირებულება 4.39 აშშ დოლარია. მაშინ, როდესაც ერთი წლით ადრე, აღნიშნული მაჩვენებელი 3.23 აშშ დოლარს უტოლდებოდა. ამავდროულად, ბენზინის საშუალო ფასები ქვეყანაში არ აღემატება 3.2 აშშ დოლარს. როგორც ამერიკის საავტომობილო ასოციაციაში აღინიშნა, მოცემული არის ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასები ანალოგიური პერიოდისთვის. ...

Read More »

რუსეთს გაზსადენთან დაკავშირებული ევროპული რეგულაციების წინსწრებით აცილება სურს

რუსეთის მთავრობა განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს კუთვნილ “როსნეფტს”, “ნორდ სტრიმ 2” გაზსადენით ევროპაში გაზის გატანის ნება დართოს. ასეთი ნაბიჯით შესაძლებელი იქნებოდა, ევროკავშირის მიერ მოცულობაზე დაწესებულ შეზღუდვას გვერდი წინსწრებით აუარონ. “ჩრდილოეთის ნაკად 2”-ს ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მომპოვებელი, სახელმწიფოს კუთვნილი ენერგო-გიგანტი “გაზპრომი” ფლობს, რომელსაც რუსული გაზის ექსპორტზე მონოპოლია აქვს. მოსალოდნელია, რომ “გაზპრომი” ამ წლის ბოლოსთვის დაასრულებს გაზსადენის მშენებლობას, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში, ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.2 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 425.395 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა  1.29 მილიონი ბარელით  და შეადგინა  227,214 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1.73 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  136.727 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,3 ...

Read More »

ტედ კრუზი ჯო ბაიდენს უკრაინის გამო აკრიტიკებს: მზის პანელები რუსეთის აგრესიას ვერ შეაჩერებენ

აშშ-ის სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ტეხასის შტატის სენატორმა, ტედ კრუზმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში შეხვედრაზე ისაუბრა. ”ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია კვლავ არის განწყობილი, შესაძლებლობა მისცეს ვლადიმერ პუტინს, გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი 2″-ის მშენებლობა დაასრულოს. ეს გადაწყვეტილება თავისთავად დამღუპველია, რადგან შეერთებული შტატებისადმი ნდობის აღდგენის დაწყების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა; ასევე, კონგრესის რეკომენდაციის დარღვევა, რომ ამ პროექტის მიმართ სანქციები ...

Read More »

აშშ და უკრაინა კვლავ ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს

აშშ და უკრაინა კვლავ ეწინააღმდეგებიან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტს, რომელსაც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის საფრთხედ განიხილავენ. ამის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. „აშშ გააგრძელებს კანონმდებლობითა და ენერგეტიკული დიპლომატიით გათვალისწინებული ზომების გამოყენებას, რათა შეინარჩუნოს უკრაინის სატრანზიტო როლი, უზრუნველყოს ენერგიის მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუშალოს კრემლის მიერ ენერგეტიკის როგორც გეოპოლიტიკური იარაღის გამოყენებას. აშშ-ისა და უკრაინის მთავრობები მხარს უჭერენ უკრაინაში დივერსიფიცირებული ...

Read More »

აშშ ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას

აშშ-მა და უკრაინამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. განცხადება თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები, უკრაინასთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის. განცხადების მიხედვით, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა დაასრულეს თავდაცვის სტრატეგიული ჩარჩო შეთანხმების მომზადება, რომელიც წარმოადგენს საფუძველს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებისა ...

Read More »

„ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეაჩეროთ რუსული მილსადენი“

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული ფირმა ნაფტოგაზის (Naftogaz)ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ დაბლოკონ რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენი და მოუწოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გააძლიეროს სანქციები ამ პროექტისთვის. შეგახსენებთ, რომ უკრაინა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გერმანიასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის ივლისში მიღწეულ გარიგებას, რომელიც რუსეთს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის  გაგრძელების საშუალებას აძლევს. საპასუხოდ რუსეთი აცხადებს, რომ $11 მილიარდიანი  პროექტი, ...

Read More »

რუსეთი ინარჩუნებს მეორე ადგილს შეერთებულ შტატებში ნავთობის ექსპორტის კუთხით

რუსეთი ინარჩუნებს მეორე ადგილს შეერთებულ შტატებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის მოცულობის კუთხით. ივნისში, რუსეთის ფედერაციამ ამერიკას 25,43 მილიონი ბარელი საწვავი მიაწოდა. ექსპორტის უმეტესი ნაწილი ნავთობპროდუქტებზე მოდის, თავად ნავთობის ექსპორტმა კი მხოლოდ 8.47 მილიონი ბარელი შეადგინა. აშშ-ში ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ივნისში, პირველ ადგილს კანადა (137.57 მილიონი ბარელი) იკავებდა, მესამე ადგილს კი – მექსიკა (23.65 მილიონი ბარელი). ნინო სამადაშვილი

Read More »