Tag Archives: #გაზი

"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

ბრიტანეთმა რუსულ „გაზპრომთან“ ანგარიშსწორების უფლება მაისის ბოლომდე გასცა

დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების დაცვის უზრუნველყოფის სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია „გაზპრომბანკთან“, ან მის შვილობილ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორების უფლების დაშვების შესახებ იმ კონტრაქტებზე, რომლებიც ევროკავშირში გაზის მიწოდებ გულისხმობს. ამის შესახებ kommersant.ru წერს. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ლიცენზია მომსახურების იმ კონტრაქტებზე ვრცელდება, რომლებიც სანქციების ძალაში შესვლამდე, ანუ 21 აპრილამდე გაფორმდა. ეს შეღავათი 31 მაისამდე იმოქმედებს. დიდმა ბრიტანეთმა „გაზპრომს“ სანქციები მარტში დაუწესა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ...

Read More »

მაკრონი: რუსულ გაზზე ემბარგო ჯერჯერობით არ განიხილება

ევროპისთვის რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება შესაძლოა  სანქციების ფარგლებში განხილვის საგანი გახდეს, მაგრამ დღეს ეს არ განიხილება, განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-ს. „ეს არის საკითხი (ემბარგო გაზსა და ნავთობზე), შეიძლება იყოს მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ დღეს არა. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ნახშირზე და ნავთობზე, მაგრამ ჯერ არა გაზზე. ვიცით, რა დიდ სირთულეებს იწვევს ეს. ამიტომ ...

Read More »

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსულ გაზზე სანქციები უკრაინაში ომს დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას დაასახიჩრებს

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარს უჭერს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, ედგარ რინკევიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, სანქციები უკრაინაში ომს დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას და სამხედრო მანქანას დაასახიჩრებს. „რუსული გაზისა და ნავთობის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში რუსეთის აგრესიას დაუყოვნებლივ ვერ შეაჩერებს, მაგრამ რუსეთის ეკონომიკას და სამხედრო მანქანას დაასახიჩრებს. ევროპა არ დააფინანსებს რუსეთს და არ მისცემს მას უდანაშაულო ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

შესაძლოა, ევროპულმა კომპანიებმა რუსული გაზი რუბლებში, სანქციების დარღვევის გარეშე შეიძინონ

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გზამკვლევის მიხედვით, ევროპულმა კომპანიებმა, შესაძლოა, რუსული გაზი რუბლებში, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების დარღვევის გარეშე შეიძინონ. ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, პროცესში რუსეთის ცენტრალური ბანკიც მონაწილეობს და აღწერილია, თუ როგორ გაგრძელდება თანხის გადახდა ევროსა და დოლარში. ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ პროცესი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. “კონტრაქტების 97% თანხის ევროში ან დოლარში გადახდას ცალსახად ითვალისწინებს. ასეთი კონტრაქტების მქონე კომპანიები რუსეთის მოთხოვნებს არ უნდა დაემორჩილონ”. – თქვა ...

Read More »

ნიდერლანდები წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ გაზსა და ნავთობზე

ნიდერლანდები წლის ბოლომდე სრულად უარს იტყვის რუსული გაზის, ნავთობის და ნახშირის შესყიდვაზე. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობამ განაცხადა. ქვეყნის მთლიანი ენერგომოხმარების 44% ბუნებრივ აირზე მოდის, აქედან რუსული გაზის წილი 15%-ს შეადგენს. რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმას ნიდერლანდები მოხმარების შემცირების და სხვა ქვეყნებისგან გაზრდილი შესყიდვების ხარჯზე ცხოვრობს. ამ მიზნების მისაღწევად  მთავრობა 623 მილიონი ევროს დახარჯავს, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს შეავსონ სტრატეგიული მნიშვნელობის გაზზსაცავი ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

გაზპრომს ევროპაში ექსპორტი 2022 წელს შესაძლოა, 1/3 -ით შეუმცირდეს

რუსული გაზის გიგანტ „გაზპრომს“, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, შესაძლოა ევროპაში გაზის ექსპორტი წლის ბოლომდე 1/3-ით შეუმცირდეს. ამის შესახებ Reuters ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს. რუსეთი ევროპას მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40%-ს აწვდის, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპა ცდილობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. ანალიტიკოსების შეფასებით, მას შემდეგ რაც რუსეთმა „არამეგობრულ ქვეყნების“ გაზის საფასურის გადახდა რუბლში დააკისრა, კრემლის გადაწყვეტილებამ რუსული გაზის ექსპორტის პერსპექტივები შეარყია. „ევროპამ ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგია გაზის მოპოვებას ზრდის

აღმოსავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი დიდი მომპოვებელი, ნორვეგია სიმძლავრეს ზრდის. მარტში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოპოვება 6,3%-ით გაზარდა. ინფორმაციას ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსების (NPD) სამმართველო ავრცელებს. ნორვეგიულ გაზზე მოთხოვნა 2021 წლის შემოდგომიდან გაიზარდა, როცა ევროპაში ენერგოკრიზისის შედეგად გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა დაფიქსირდა. ნორვეგია არაა ევროკავშირის წევრი, თუმცა რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაშია, ამიტომ ბოლო კვირებში ...

Read More »

შოლცი: არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს რუსული გაზის ემბარგო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დადებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. „აბსოლუტურად არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს გაზის ემბარგო. პუტინზე ეკონომიკურ ფაქტორებს გავლენის მოხდენა რომ შეეძლოთ, ის ამ შეშლილ ომს საერთოდ არ წამოიწყებდა“, – აცხადებს შოლცი გერმანულ Der Spiegel-თან ინტერვიუში. კანცლერის თქმით, რუსულ ენერგო-რესურსებზე უარის ერთბაშად თქმა გერმანიის ეკონომიკას ძვირად დაუჯდება. „…ყველაფერი ფულის შესახებ არ არის. მაგრამ ეს [ემბარგოს არ დაწესება] თავს აგვარიდებს ...

Read More »

გერმანია რუსული გაზის ემბარგოსა და დიდი ეკონომიკური კრიზისისთვის ემზადება

გერმანია რუსული გაზის ემბარგოსა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისისთვის ემზადება. სტატიას მსგავსი სათაურით Financial Times ავრცელებს. ევროპის #1 ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რუსულ გაზზე თითქმის 50%-ითაა დამოკიდებული, რისი სწრაფი ჩანაცვლებაც პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს. ემბარგოს შემთხვევაში კომპანიათა ნაწილს უბრალოდ გაჩერება მოუწევს. ქიმიკატების ჯგუფ BASF-ის აღმასრულებელ დირექტორ მარტინ ბრუდენმიულერის განცხადებით გერმანული ბიზნესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე კრიზისის ...

Read More »

თურქეთი ემზადება რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებისთვის

თურქეთმა ბუნებრივი აირის ახალი წყაროების ძიება დაიწყო და აშშ-იდან თხევადი გაზის შეტანის ხელშეკრულება გააფორმა, – იტყობინება Bloomberg-ი. თურქეთის სახელმწიფო კომპანია Botas-ი, რომელიც რუსეთის „გაზპრომის“ ძველი პარტნიორია, ასრულებს მოლაპარაკებას გერმანიის Deutsche Bank-თან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების შესახებ, რითიც აპირებს ამერიკიდან თხევადი აირის შესყიდვას. გამოცემის თანახმად, აშშ-ის გარდა, თურქეთი აირს შეისყიდის ევროპელი გადამყიდველებისგანაც. ბანკთან შეთანხმების გაფორმებით კომპანიას გზა გაეხსნება, მიაღწიოს ...

Read More »