მაკრონი: რუსულ გაზზე ემბარგო ჯერჯერობით არ განიხილება

ევროპისთვის რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება შესაძლოა  სანქციების ფარგლებში განხილვის საგანი გახდეს, მაგრამ დღეს ეს არ განიხილება, განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა იტალიურ გაზეთ Corriere della Sera-ს.

„ეს არის საკითხი (ემბარგო გაზსა და ნავთობზე), შეიძლება იყოს მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ დღეს არა. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ნახშირზე და ნავთობზე, მაგრამ ჯერ არა გაზზე. ვიცით, რა დიდ სირთულეებს იწვევს ეს. ამიტომ წლებია, რაც ისმენთ მე ვსაუბრობ ევროპის ენერგეტიკულ სუვერენიტეტზე.

ყოველ დღე რუსეთი გადაწყვეტს ახალ სამხედრო, დიპლომატიურ თუ ტაქტიკურ დონეზე გადასვლას, ამცირებს ნორმალურად დაბრუნების შანსებს და ამცირებს ჩვენს შესაძლებლობას ავაშენოთ ხანგრძლივი მშვიდობა”, – აღნიშნა მაკრონმა.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply