დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების დაცვის უზრუნველყოფის სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია „გაზპრომბანკთან“, ან მის შვილობილ ორგანიზაციებთან ანგარიშსწორების უფლების დაშვების შესახებ იმ კონტრაქტებზე, რომლებიც ევროკავშირში გაზის მიწოდებ გულისხმობს. ამის შესახებ kommersant.ru წერს.
რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ლიცენზია მომსახურების იმ კონტრაქტებზე ვრცელდება, რომლებიც სანქციების ძალაში შესვლამდე, ანუ 21 აპრილამდე გაფორმდა. ეს შეღავათი 31 მაისამდე იმოქმედებს.
დიდმა ბრიტანეთმა „გაზპრომს“ სანქციები მარტში დაუწესა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო.
წყარო: commersant.ge