Tag Archives: #რუსეთი

ევროპულმა კომპანიებმა თითქმის გააორმაგეს რუსული ნავთობის მიწოდება

ვლადიმერ პუტინის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპულმა კომპანიებმა თითქმის გააორმაგეს რუსული ნავთობის მიწოდება. ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის ლიდერების სასოწარკვეთილი მცდელობების ფონზე, სრულად განდევნონ რუსეთის ფედერაცია ევროპის ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ბაზრიდან. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემის The Independent-ის ახალ მასალაშია ნათქვამი. გამოცემა მოჰყავს ანტიკორუფციული ჯგუფის Global Witness-ის მიერ Refinitiv-ის გადაზიდვის მონაცემების ახალ ანალიზი. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ გაზარდეს ევროპის სამმა მთავარმა ...

Read More »

Rosneft-ის 49%-იანი წილი “პეტროკასსა” და “გალფში” ქართულმა მხარემ გამოისყიდა

“პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი გამოისყიდა. Rosneft-ი კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა. ამის შესახებ BM.ge კომპანიის განცახდებაზე დაყრდნობით წერს. შესაბამისად, Rosneft-ი აღარც “გალფის” აქციონერთა რიგებში აღარაა. “პეტროკას ენერჯი გრუპი” 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

რუსული გაზი – ევროპის გადაულახავი ბარიერი

მოსკოვისთვის დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთში საკმაოდ მძიმე ეკონომიკური შედეგები გამოიწვია, თუმცა ამ შეზღუდვებმა ომის შეჩერება ჯერჯერობით ვერ შეძლო. რუსული აგრესიის დაწყების პირველივე დღიდან იყო ლაპარაკი, რომ შეჩერების ერთადერთი გზა ენერგეტიკულ რესურსებზე ემბარგოს დაწესება იქნებოდა, რადგან სწორედ მათი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია მოსკოვისთვის ომის დაფინანსების მთავარი წყარო. სამხედრო აგრესიის გაგრძელებასთან ერთად სულ უფრო გააქტიურდა რუსეთის მთავარ ფინანსურ წყაროზე დარტყმაზე მსჯელობა. ბოლო ერთი ...

Read More »

რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?   ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა   სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ...

Read More »
რუსეთი და საუდის არაბეთი შეთანხმდნენ, ერთ დონეზე გაყინონ ნავთობის წარმოება

საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე – PMC კვლევა

საქართველოს ენერგობაზარი მოკლებულია საკუთარ წყაროებს და დიდწილად დამოკიდებულია ენერგოპროდუქტების იმპორტზე – 2020 წელს საქართველოს ენერგოწარმოებამ შიდა მოთხოვნის მხოლოდ 21.1% დაფარა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი – ენერგიის წამყვანი ექსპორტიორი გლობალურ ბაზარზე – მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს დაექვემდებარა, მნიშვნელოვანია იმ შესაძლო რისკების დადგენა, რომელთა წინაშეც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება აღმოჩნდეს. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში იმპორტის გზით 6,162.8 ტერაჯოული (ტჯ) ...

Read More »

ბულგარეთი აცხადებს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს აღარასდროს გამართავს

“ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, ერთადერთი პასუხი, რისი თქმაც შემიძლია არის – არასოდეს”, – თქვა ვასილევმა კითხვაზე, როდის განაახლებს მთავრობა “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს. ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა და სახელმწიფო კომპანია Bulgargaz რეგულარულად ახსენებს “გაზპრომს” ხელშეკრულების პირობების შესრულების აუცილებლობის შესახებ. ვასილევმა რუს მონოპოლისტს არასანდოობის გამო უსაყვედურა. “როდესაც ვინმე გათიშავს გაზს, თუნდაც მაშინ, როდესაც კონტრაქტის ...

Read More »

რუსეთში ელექტროენერგიის შესყიდვის შეწყვეტის მიზნით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეთანხმება გააფორმეს

ბალტიის ენერგეტიკული სისტემის ოპერატორებმა – ესტონურმა Elering-მა, ლატვიურმა Augstsprieguma tīkls-მა (AST) და ლიეტუვის Litgrid-მახელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთში ელექტროენერგიის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ. ლატვიური კომპანიის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ელექტროენერგიის ბაზარი პირველი ივნისიდან მხოლოდ პოლონეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს დაუკავშირდება. კომპანია ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად გადახდებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. რამდენიმე ბანკი, რომლის მეშვეობითაც ადრე ფული ირიცხებოდა რუსეთში, ახლა სანქციების ქვეშაა. ბალტიის ენერგოსისტემა რუსულ სისტემასთან დაკავშირებული იქნება, ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

სემეკი: საქართველოში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 0.9%-ით გაიზარდა

საქართველოში ბუნებრივი გაზი ენერგიაზე საბოლოო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმთავრეს წყაროდ რჩება. როგორც სემეკის ანგარიშში წერია, ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2021 წელს ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% დაკმაყოფილდა იმპორტით, ხოლო დარჩენილი 0.6% – ადგილობრივი მოპოვებით. გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩება აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ენერგეტიკული ბალანსის თანახმად, ენერგიის ჯამურ მოხმარებაში ბუნებრივი გაზის წილმა 38.5% შეადგინა. “შესამჩნევია ...

Read More »

WEG: ამჟამად რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG)-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ელექტროენერგიის იმპორტი აფხაზეთის დამოკიდებულება – ელექტროენერგიის იმპორტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონისთვის რუსეთის ელექტროსისტემასთან სინქრონიზაცია რუსული ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთში საქართველოს გავლით ბუნებრივი გაზის იმპორტი ადგილობრივი მოხმარებისთვის ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთში საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსული კაპიტალი და აქტივები საქართველოს ენერგეტიკის სექტორში თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

„გაზპრომმა” მიმდინარე წლის 5 თვეში შარშანდელთან შედარებით 4,8%-ით ნაკლები გაზი მოიპოვა

მიმდინარე წლის ხუთ თვეში „გაზპრომმა” 211,4 მლრ კუბ მ გაზი აწარმოვა, რაც 4,8%-ით (10.6 მლრ კუბ მ) ნაკლებია შარშანდელთან შედარებით. „გაზპრომი” აღნიშნავს, რომ შარშანდელ დონეზე დარჩა გაზის მიწოდება შიდა ბაზარზე, ჩინეთის მიმართულებით კი გაიზარდა. მნიშვნელოვნადაა შემცირებული გაზის მიწოდება შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში (იგულისხმება ევროპის ქვეყნები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამოკლებით). ხუთი თვის განმავლობაში ამ ქვეყნებს 61 მლრ კუბ მ გაზი მიეწოდათ, 27.6%-ით ...

Read More »