“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG)-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკული კავშირები რუსეთთან რამდენიმე კომპონენტისგან შედგება:
- ელექტროენერგიის იმპორტი
- აფხაზეთის დამოკიდებულება – ელექტროენერგიის იმპორტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონისთვის
- რუსეთის ელექტროსისტემასთან სინქრონიზაცია
- რუსული ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთში საქართველოს გავლით
- ბუნებრივი გაზის იმპორტი ადგილობრივი მოხმარებისთვის
- ბუნებრივი გაზის ტრანზიტი სომხეთში საქართველოს გავლით
- ნავთობპროდუქტების იმპორტი
- რუსული კაპიტალი და აქტივები საქართველოს ენერგეტიკის სექტორში
თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში რუსეთს ენერგეტიკის კუთხით საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს. ეს ეხება როგორც ენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ისე მიწოდების შეწყვეტის მუქარას და მის გამოყენებას პოლიტიკური შანტაჟისთვის.
რუსეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობებისა და შესაბამისი ვალდებულებების აღების ღიაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია მოწესრიგდეს სატარიფო პოლიტიკა გაზის ტრანზიტთან მიმართებით. ტრანზიტის პირობები უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული.
იხილეთ კვლევა სრულად: http://weg.ge/…/russia_-ukraine_war_and_georgian_energy…